მთავარი
ჩვენ შესახებ
პუბლიკაციები
ბლოგი
პროექტები
კლიმატის კლასი
გამოფენა
More...
ქლაიმათ ბეიზიქსის (CB) და BUND e.V. - დედამიწის მეგობრები გერმანიის ერთობლივი პროექტი „ახალგაზრდები კლიმატის ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებისთვის“. პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს პოლიტიკური ელიტის კლიმატის პოლიტიკასთან დაკავშირებული დისკურსების ანალიზი, ევროკავშირთან ინტეგრაციის ჭრილში. პუბლიკაციაში წარმოდგენილია მე-10 მოწვევის პარლამენტის, როგორც მმართველი პარტიის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკოსების ხედვების ანალიზი, და განხილულია თუ რამდენად თანხვედრაში ან წინააღმდეგობაშია ეს ხედვები ევროკავშირის გაცხადებულ კლიმატის პოლიტიკასთან. კვლევა ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (HBS) მწვანე აკადემიის მონაწილეთათვის გამოცხადებული მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.
კვლევის მთავარი მიზანი იყო საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის შესაძლო გავლენის გარკვევა შრომის ბაზრის ჭრილში, გლობალური კლიმატის ცვლილების შერბილების ტენდენციების, მათ შორის, კლიმატ-ნეიტრალურობის და ქვანახშირის მოპოვებისა და მოხმარების შემცირების ტენდენციების ფონზე. კვლევა დაფინანსებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.