მოუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება დღეს ნაკლებადაა მიმართული კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისაკენ, კლიმატის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობა ასეთი აშკარა არასოდეს ყოფილა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ბრუტალურმა ომმა ცხადყო, რომ დროა კლიმატის კრიზისი და ის ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს აკონტროლებენ, ერთი პრობლემის ორ გამოვლინებად აღვიქვათ.
მსოფლიოს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ყოველთვის ხელს აძლევდა რუსეთს ომების წარმოებაში. ეს ცხადია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი რესურსდამოკიდებული სახელმწიფოა, რაც იმას გულისხმობს, რომ ბუნებრივი რესურსების ექსპორტი ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა[1],[2]. თუმცა რესურსდამოკიდებულებად, ასევე, შეიძლება ჩაითვალონ ის ქვეყნებიც, რომლებიც დამოკიდებულნი არიან, მაგალითად, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე, რათა უზრუნველყონ ადგილობრივი ენერგოინტენსიური წარმოება[3]. ვლადიმერ პუტინი კი, როგორც ნიუ-იორკ ტაიმზის კოლუმნისტი ფარჰად მანჯუ აღნიშნავს[4], მხოლოდ ერთ-ერთია იმ არასასიამოვნო პერსონაჟთა სიიდან, რომლებთანაც ლიბერალური დემოკრატიული ქვეყნები თანამშრომლობენ, „რადგან მათ აქვთ ის, რის გარეშეც ვერ ვიცხოვრებთ“. ის, რომ აქამდე ვერ ხერხდება ამ მანკიერი დამოკიდებულების გაწყვეტა, სწორედ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის წარუმატებლობაზე მიანიშნებს.
დღეს უფრო და უფრო ცხადად იკვეთება პარალელები კლიმატის ცვლილებასა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის.
„ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის წვა იწვევს დათბობას და ისეთ ზემოქმედებას, რომელთანაც ადაპტაცია გვჭირდება. და რუსეთი ამ რესურსებს ყიდის და ფულს იარაღის შესაძენად იყენებს. სხვა ქვეყნები დამოკიდებულნი არიან ამ წიაღისეულ საწვავზე, ისინი არ ცდილობენ საკუთარი თავის მათგან გათავისუფლებას. ეს არის წიაღისეული საწვავის ომი. ნათელია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრების ამ გზით გაგრძელება, ეს ჩვენს ცივილიზაციას გაანადგურებს ”.
სვიტლანა კრაკოვსკა, უკრაინის წამყვანი კლიმატოლოგი,
გარდიანთან მიცემულ ინტერვიუში[5]
კლიმატის ცვლილების შესარბილებლად და პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანია მსოფლიოს ქვეყნებმა აქტიურად შეუწყონ ხელი ენერგეტიკის სექტორის რადიკალურ გარდაქმნას, რაც ენერგომომარაგებაში განახლებადი ენერგიის წილის ზრდასა და ენერგეტიკის სექტორიდან სათბური აირების მკვეთრ შემცირებას გულისხმობს. თუმცა ენერგეტიკის სფეროს გარდაქმნას სხვა დადებითი მხარეებიც აქვს. დღევანდელმა ენერგოკრიზისმა კარგად აჩვენა, რომ განახლებადი ენერგიის ადგილობრივი მოწოდება უზრულველყოფს რეგულარულ ენერგომომარაგებისა და სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებას. ამის საპირწონედ, იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების ზრდა ქვეყანას უფრო და უფრო დაუცველს ხდის ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ, რომლებიც ხშირად წიაღისეულ რესურსებს აკონტროლებენ.
სწორედ ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა 27 თებერვალს ბუნდესტაგის საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ეხებოდა, როდესაც განახლებად ენერგიებს „თავისუფლების ენერგიები“ (გერ. „Freiheitsenergien“) უწოდა[6].
დღეს ევროპის წამყვანი ექსპერტები ღიად აღნიშნავენ, რომ პუტინი ენერგორესურსებს იყენებს როგორც იარაღს და ევროპას რუსული გაზის შესყიდვის სრული შეწყვეტისკენ მოუწოდებენ (მაგ. იხილეთ ინტერვიუ ოტმარ ედენჰოფერთან, პოტსდამის კლიმატზე ზემოქმედების კვლევის ინსტიტუტის (PIK-ის) დირექტორთან[7]). თუმცა რუსეთის მიერ გაზის მიწოდების, როგორც იარაღის გამოყენება აქამდეც არაერთხელ იყო ცხადი. მაგალითად, 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის გამო რუსეთზე დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთი იმუქრებოდა, რომ 2019 წლიდან სრულიად შეაჩერებდა გაზის ტრანზიტს უკრაინის გავლით და გააძლიერებდა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენს, რითაც ის უკრაინის ეკონომიკას დაასუსტებდა[8]. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და აშშ ცალსახად უჭერდნენ მხარს უკრაინას, პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერება იმ პერიოდში ვერ მოხერხდა. არაერთი ექსპერტის აზრით „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა თავიდანვე სრულიად გაუმართლებელი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც[9]. პირველ რიგში, პროექტი იწვევდა რუსეთზე არსებული დამოკიდებულების კიდევ უფრო ზრდას. გარდა ამისა, გაზისა და ნავთობის იმპორტზე ევროკავშირში არსებული მოთხოვნა სამომავლო პროექციებით და ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის გათვალისწინებით უნდა შემცირებულიყო (იხ. ევროპის მწვანე შეთანხმება), რაც გაურკვეველს ხდიდა რეალურად რამდენად საჭირო იყო ახალი გაზსადენის მშენებლობა[10].
ბოლო ათი წლის მანძილზე იმის ნაცვლად, რომ ევროპული ქვეყნების მთელი ძალისხმევა მიმართული ყოფილიყო განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სახით ხშირად ყურადღება ექცეოდა არსებული სისტემის გაძლიერებას. დღეს ცხადია, რომ მსგავსი ენერგოპოლიტიკის წარმოება შეცდომა იყო. ასევე, ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთიდან წიაღისეულის საწვავის ალტერნატიულ მომწოდებელზე გადასვლა „სხვა არაფერია, თუ არა ვლადიმერ პუტინის მსგავსი ფაშისტების გაძლიერება მომავალი წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ჯამალ რაადმა, Evergreen Action-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გარდიანთან ინტერვიუში[11], რადგან „სანამ ჩვენი ეკონომიკა წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული, ჩვენ დავრჩებით ნავთობ-დიქტატორების წყალობაზე, რომლებიც თავიანთ გავლენას ენერგეტიკის გლობალურ ფასებზე იარაღად იყენებენ“. ამიტომ, დღეს მნიშვნელოვანია გადაიდგას რეალური ნაბიჯები ენერგოუსაფრთოებისა და განახლებადი ენერგიის განვითარებისკენ, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის კრიზისთან ბრძოლას და ამასთანავე შეასუსტებს იმ ავტოკრატიული რეჟიმების პოზიციას, რომლებიც მსოფლიოს ენერგოსისტემის სტატუს-კვოთი სარგებლოგენ.
მითითებული წყაროები: [1] Belgin San-Akca, S. Duygu Sever, and Suhnaz Yilmaz, “Does Natural Gas Fuel Civil War? Rethinking Energy Security, International Relations, and Fossil-Fuel Conflict,” Energy Research & Social Science 70 (December 2020): 101690, https://doi.org/10.1016/j.erss.2020.101690. [2] Christian Dreger et al., “Between the Hammer and the Anvil: The Impact of Economic Sanctions and Oil Prices on Russia’s Ruble,” Journal of Comparative Economics 44, no. 2 (May 2016): 295–308, https://doi.org/10.1016/j.jce.2015.12.010. [3] San-Akca, Sever, and Yilmaz, “Does Natural Gas Fuel Civil War?” [4] Farhad Manjoo, “We’re in a Fossil Fuel War. Biden Should Say So,” The New York Times, March 24, 2022, sec. Opinion, https://www.nytimes.com/2022/03/24/opinion/ukraine-democrats-fossil-fuel-climate-change.html. [5] Krakovska in Oliver Milman, “‘This Is a Fossil Fuel War’: Ukraine’s Top Climate Scientist Speaks out,” The Guardian, March 9, 2022, sec. Environment, https://www.theguardian.com/environment/2022/mar/09/ukraine-climate-scientist-russia-invasion-fossil-fuels. [6] Bundesfinanzministerium, “Rede von Christian Lindner während der Sondersitzung des Bundestags zum Krieg in der Ukraine - Presse,” Bundesministerium der Finanzen, February 28, 2022, https://www.bundesfinanzministerium.de/Content/DE/Reden/2022/2022-02-27-bundestagsrede-lindner-ukraine.html. [7] Silke Kersting and Klaus Stratmann, “Interview: Klimaökonom Edenhofer fordert Rückgriff auf Braunkohle: „Ab Winter wird die Lage schwierig“,” Handelsblatt, March 4, 2022, https://www.handelsblatt.com/politik/deutschland/interview-klimaoekonom-edenhofer-fordert-rueckgriff-auf-braunkohle-ab-winter-wird-die-lage-schwierig/28127044.html. [8] Anne Neumann et al., “Erdgasversorgung: Weitere Ostsee-Pipeline Ist Überflüssig,” DIW Wochenbericht, 2018, https://doi.org/10.18723/DIW_WB:2018-27-1. [9] Neumann et al. [10] Claudia Kemfert, “Green Deal for Europe: More Climate Protection and Fewer Fossil Fuel Wars,” Intereconomics 54, no. 6 (November 2019): 353–58, https://doi.org/10.1007/s10272-019-0853-9; Neumann et al., “Erdgasversorgung.” [11] Raad in Milman, “‘This Is a Fossil Fuel War.’”
გამოყენებული მასალა
Bundesfinanzministerium. “Rede von Christian Lindner während der Sondersitzung des Bundestags zum Krieg in der Ukraine - Presse.” Bundesministerium der Finanzen, February 28, 2022. https://www.bundesfinanzministerium.de/Content/DE/Reden/2022/2022-02-27-bundestagsrede-lindner-ukraine.html.
Dreger, Christian, Konstantin A. Kholodilin, Dirk Ulbricht, and Jarko Fidrmuc. “Between the Hammer and the Anvil: The Impact of Economic Sanctions and Oil Prices on Russia’s Ruble.” Journal of Comparative Economics 44, no. 2 (May 2016): 295–308. https://doi.org/10.1016/j.jce.2015.12.010.
Kemfert, Claudia. “Green Deal for Europe: More Climate Protection and Fewer Fossil Fuel Wars.” Intereconomics 54, no. 6 (November 2019): 353–58. https://doi.org/10.1007/s10272-019-0853-9.
Kersting, Silke, and Klaus Stratmann. “Interview: Klimaökonom Edenhofer fordert Rückgriff auf Braunkohle: „Ab Winter wird die Lage schwierig“.” Handelsblatt. March 4, 2022. https://www.handelsblatt.com/politik/deutschland/interview-klimaoekonom-edenhofer-fordert-rueckgriff-auf-braunkohle-ab-winter-wird-die-lage-schwierig/28127044.html.
Manjoo, Farhad. “We’re in a Fossil Fuel War. Biden Should Say So.” The New York Times, March 24, 2022, sec. Opinion. https://www.nytimes.com/2022/03/24/opinion/ukraine-democrats-fossil-fuel-climate-change.html.
Milman, Oliver. “‘This Is a Fossil Fuel War’: Ukraine’s Top Climate Scientist Speaks out.” The Guardian, March 9, 2022, sec. Environment. https://www.theguardian.com/environment/2022/mar/09/ukraine-climate-scientist-russia-invasion-fossil-fuels.
Neumann, Anne, Leonard Göke, Franziska Holz, Claudia Kemfert, and Christian Von Hirschhausen. “Erdgasversorgung: Weitere Ostsee-Pipeline Ist Überflüssig.” DIW Wochenbericht, 2018. https://doi.org/10.18723/DIW_WB:2018-27-1.
San-Akca, Belgin, S. Duygu Sever, and Suhnaz Yilmaz. “Does Natural Gas Fuel Civil War? Rethinking Energy Security, International Relations, and Fossil-Fuel Conflict.” Energy Research & Social Science 70 (December 2020): 101690. https://doi.org/10.1016/j.erss.2020.101690.
Comments