top of page

ძიების შედეგები

40 items found for ""

  • კლიმატის ცვლილება სხვადასხვა „ჩარჩოში“

    კლიმატის ცვლილება კომპლექსური მოვლენაა და პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ განზომილებას მოიცავს. იმისათვის, რომ ის შედარებით მარტივად აღსაქმელი იყოს, ხშირად მას სხვადასხვა თემებად ვანაწევრებთ და საკითხის ერთ რომელიმე კონკრეტულ ჭრილზე ვკონცენტრირდებით. მაგალითად, სატრანსპორტო პოლიტიკა, მიწათსარგებლიანობა, ეკონომიკური განვითარება, და ა.შ. ამ გზით კლიმატის ცვლილებას გარკვეულ „ჩარჩოში“ ვაქცევთ (ინგლისურად frame), რაც პრობლემის შედარებით მარტივად დადგენასა და გააზრებაში გვეხმარება.[1] ის, თუ როგორ წარმოჩინდება საკითხი საჯარო განხილვისას, პოლიტიკურ დებატებსა თუ მედიაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. რაც, თავის მხრივ, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გზების დასახვაზე მოქმედებს. შესაბამისად, „ჩარჩოები“ განსაზღვრავენ არა მარტო პრობლემის არსს, არამედ პრობლემის გადასაჭრელად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებსაც.[2] რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება, და რა შეუძლია საზოგადოებას მის წინააღმდეგ მოიმოქმედოს? ამ კითხვებზე პასუხები კლიმატის ცვლილების იმ „ჩარჩოზეა“ დამოკიდებული, რომელიც ამ თემაზე საუბრისას გამოიყენება. ამასთანავე, როდესაც კლიმატზე საუბრისას ყურადღებას ვამახვილებთ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად მეცნიერული გაურკვევლობა, ეროვნული უსაფრთხოება, ფინანსური ხარჯები, სამართლებრივი საკითხები, მოსალოდნელი კატასტროფა და სხვა, სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების ყურადღებას ვიქცევთ, მათი ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად.[3] თემატური „ჩარჩოები“ არასოდეს არაა ნეიტრალური. თითოეული ჩვენგანი შეიძლება „ვქმნიდეთ“ ჩარჩოებს ჩვენი სუბიექტური გადმოსახედიდან. ასევე, ჟურნალისტები, გარემოსდამცველები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, თუ პოლიტიკური ელიტები ცდილობენ საჯარო დისკუსიაში ის კონკრეტული „ჩარჩო“ დაამკვიდრონ, რომელიც მათ იდეოლოგიურ, ბიზნეს, თუ პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება.[4] ამიტომ, მნიშვნელოვანია კრიტიკულად მივუდგეთ ნებისმიერ „ჩარჩოს“ და გავათვითცნობიეროთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მეცნიერული „ჩარჩო“ კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ალბათ ყველას თვალწინ წარმოგვიდგება პოლარული დათვი, გვახსენდება ყინულის დნობა არქტიკაში და ის გრაფიკები, რომლებიც დედამიწის საშუალო ტემპერატურის ყოველწლიურ ზრდას აღწერს. კლიმატის ცვლილების საბუნებისმეტყველო მეცნიერულ „ჩარჩოს“ ალბათ ყველაზე ხშირად შევხვდებით საჯარო დისკუსიებში. საერთაშორისო დონეზე კლიმატის ცვლილების მეცნიერულ ენაზე კომუნიკაციაში დიდ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი, იგივე IPCC (Intergovernmental Panel on Climate Change). IPCC გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო) დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფია, რომლის მთავარი დანიშნულებაა სახელმწიფოს მმართველებს კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შეფასებასა და მის წინააღმდეგ ზომების მიღებაში დაეხმაროს. IPCC-ის დასკვნები ხშირად მშრალი, მეცნიერული ენითაა დაწერილი და ნაკლებად შეიცავს პოლიტიკურ მესიჯებსა თუ მოწოდებებს.[5] რა თქმა უნდა, მეცნიერული კომუნიკაცია დიდ როლს თამაშობს კლიმატის კვლევების სიმწვავის დადგენაში. მიუხედავად იმისა, IPCC-ს ხშირად აკრიტიკებენ. გარემოსდამცველებისა და აკადემიკოსების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ნეიტრალური, მეცნიერული „ჩარჩო“ საკმარის ბიძგს არ იძლევა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის.[6] ეს იმიტომ, რომ ადამიანებს უჭირთ დაინახონ კავშირი ყინულის დნობას, პოლარული დათვსა და მათ პირად საცხოვრებელ გარემოს შორის. მეცნიერული „ჩარჩო“ უდავოდ აუცილებელია, თუმცა შესაძლოა საკმარ ისი არაა იმისთვის, რომ საზოგადოების ფართო წრეები დაინტერესდნენ ამ საკითხით. ხოლო თუ საზოგადოება არ ინტერესდება, პოლიტიკოსებიც ნაკლებად ინდომებენ კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკა გაატარონ ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე. ეკონომიკური „ჩარჩო“ მეორე „ჩარჩო“, რომელსაც ხშირად ვხვდებით კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ეხება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ზეგავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ხშირად კომუნიკაციისას გამოიყენებენ ან „უარყოფით“ ან „დადებით ჩარჩოს“. საზოგადოების ნაწილი ღელავს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის ეკონომიკურ თუ სოციალურ ხარჯებზე. ისინი კლიმატზე საუბრისას სწორედ ისეთ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა ეკონომიკური ხარჯები, რომელიც გასაწევია კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, მაგალითად, ენერგიის წარმოების გაზრდილი ხარჯები, ნაკლები ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გლობალურ დონეზე, დაკარგული სამუშაო ადგილები ქვანახშირისა და ნავთობის ინდუსტრიებში, და ა.შ.[7] ამის საპირწონედ, საზოგადოების მეორე ნაწილი კონცენტრირდება იმ შესაძლო დადებით მხარეებზე, რაც ქვეყნის მდგრად, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ექნება. აქ იგულისხმება განახლებადი ენერგოსექტორის განვითარება მზის და ქარის ენერგიის საშუალებით, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა, და რაც მთავარია ჯანდაცვის შემცირებული ხარჯები.[8] აკადემიური კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც აქცენტი კეთდება კლიმატის შერბილების პოლიტიკის დადებით მხარეებზე, მეტია შანსი საზოგადოების ფართო წრეებმა მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ცვლილებებს.[9] მიუხედავად ამისა, გვერდს ვერ ავუვლით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში არსებულ „წაგებულ“ მხარეებს (ე.წ. “climate losers”). მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ ის უარყოფითი გავლენები, რაც კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას მოჰყვება. ამ გარდამავალ პროცესში აუცილებელია სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს მოწყვლად ჯგუფებს. ამიტომ, რაც შეიძლება ობიექტურად უნდა შეფასდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და ნაკლებად მოვექცეთ იმ „ჩარჩოებში“, რომელებიც მხოლოდ კარგის, ან მხოლოდ ცუდის დანახვას გვაიძულებს. იდეოლოგიური „ჩარჩო“ მესამე „ჩარჩო“, რომელსაც ხშირად ვხედავთ პოლიტიკურ დებატებში, კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას იდეოლოგიური კონფლიქტის ჭრილში აღიქვამს. პარტიების იდეოლოგია ხშირად განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას უჭერენ მხარს უფრო ხშირად მემარცხენე იდეოლოგიურ სპექტრს მიეკუთვნებიან. ხოლო, შედარებით კონსერვატორული პარტიები, პოტენციური ეკონომიკური ხარჯების გამო, ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეებად გვევლინებიან.[10] იდეოლოგია და ღირებულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკითხის მიმართ ინდივიდის დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ასეთ დროს, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება არა მეცნიერულმა ფაქტებმა, არამედ კონკრეტული პარტიის მიმართ მხარდაჭერამ განსაზღვროს. ეს პრობლემურია, რადგან იდეოლოგიური „ჩარჩო“ ნაკლებად იძლევა მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გამართვის საშუალებას. ასევე, რთულია აზრი შეიცვალოს ადამიანმა, თუ მისი პოლიტიკური შეხედულებები მყარია. დასკვნა საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში გარდაუვალია ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს თუ პოლიტიკურ ხედვებს შორის. ეს „უთანხმოებები“ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გარდაუვალი ნაწილია.[11] კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად კი მნიშვნელოვანია შედგეს დიალოგი. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ხედვებისა, აუცილებელია მოიძებნოს ისეთი პოლიტიკური ხედვა, რომელიც სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელ მოსახლეობას გააერთიანებს. ეს აუცილებელია, რათა გზები დაისახოს კლიმატის ცვლილების შესარბილებლად და მოსახლეობაზე უარყოფითი ეკონომიკური თუ სოციალური ზეგავლენის ასარიდებლად. ამიტომაც მნიშვნელოვანია გვესმოდეს და კრიტიკულად მივუდგეთ ნებისმიერ „ჩარჩოს“, რომელიც ჩვენს ხედვას დაავიწროებს და პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ აღქმის შესაძლებლობას მოგვცემს. წყაროები: [1] Merlijn van Hulst and Dvora Yanow, “From Policy ‘Frames’ to ‘Framing’: Theorizing a More Dynamic, Political Approach,” The American Review of Public Administration 46, no. 1 (January 2016): 92–112, https://doi.org/10.1177/0275074014533142. [2] Monika Berg and Rolf Lidskog, “Pathways to Deliberative Capacity: The Role of the IPCC,” Climatic Change 148, no. 1–2 (May 2018): 11–24, https://doi.org/10.1007/s10584-018-2180-8. [3] KjerstiFløttum, Des Gasper, and Asuncion Lera St. Clair, “Synthesizing a Policy-Relevant Perspective from the Three IPCC ‘Worlds’—A Comparison of Topics and Frames in the SPMs of the Fifth Assessment Report,” Global Environmental Change 38 (May 2016): 118–29, https://doi.org/10.1016/j.gloenvcha.2016.03.007. [4] Dominik A. Stecula and Eric Merkley, “Framing Climate Change: Economics, Ideology, and Uncertainty in American News Media Content From 1988 to 2014,” Frontiers in Communication 4 (February 26, 2019): 6, https://doi.org/10.3389/fcomm.2019.00006. [5] Berg and Lidskog, “Pathways to Deliberative Capacity”; Fløttum, Gasper, and St. Clair, “Synthesizing a Policy-Relevant Perspective from the Three IPCC ‘Worlds’—A Comparison of Topics and Frames in the SPMs of the Fifth Assessment Report.” [6] Berg and Lidskog, “Pathways to Deliberative Capacity”; Jonathan Rowson and Adam Corner, “How Framing Can Move Climate Change from Scientific to Social Fact,” the Guardian, May 23, 2014, http://www.theguardian.com/sustainable-business/framing-climate-change-scientific-social-fact. [7] Stecula and Merkley, “Framing Climate Change.” [8] Stecula and Merkley. [9] Alexa Spence and Nick Pidgeon, “Framing and Communicating Climate Change: The Effects of Distance and Outcome Frame Manipulations,” Global Environmental Change 20, no. 4 (October 2010): 656–67, https://doi.org/10.1016/j.gloenvcha.2010.07.002. [10] Stecula and Merkley, “Framing Climate Change.” [11] Amanda Machin, “Democracy, Disagreement, Disruption: Agonism and the Environmental State,” Environmental Politics 29, no. 1 (January 2, 2020): 155–72, https://doi.org/10.1080/09644016.2019.1684739.

  • "Don’t Look Up" - ფილმი კლიმატის კრიზისზე

    „ფილმი შეიქმნა კლიმატის კრიზისის შესახებ ჩემი მზარდი აღელვების, განსაცდელის მოახლოების შიშის და იმ ფაქტის შედეგად, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელშიც მედია ამ პრობლემას მეოთხე ან მეხუთე ამბად აშუქებს და ზოგ შემთხევაში საერთოდ უარყოფს რომ პრობლემა არსებობს [...] ვერ ვიჯერებ, რომ კლიმატის კრიზისი მედიაში არ შუქდება როგორც ყველაზე მთავარი ამბავი […] ეს ყველაფერი ჰგავს კომეტას, რომელიც დედამიწისკენ მოემართება, ის ყველას გაგვანადგურებს, მაგრამ არავის აინტერესებს“ ადამ მაკკეი, ფილმის რეჟისორი, Entertainment Weekly, 16.12.2021 რეჟისორ ადამ მაკკეისა და მწერალ დევიდ სიროტას ფილმში „არ აიხედო“ დოქტორანტი კეიტ დიბიასკი (ჯენიფერ ლოურენსი) და მისი ხელმძღვანელი, პროფესორი რენდალ მინდი (ლეონარდო დიკაპრიო) "პლანეტის მკვლელ" კომეტას აღმოაჩენენ. მათი გამოთვლით, 99.7% სიზუსტით, დედამიწას 6 თვეში კომეტა დაეჯახება და მისი მასშტაბიდან გამომდინარე მთელს პლანეტაზე სიცოცხლეს გაანადგურებს. მეცნიერები დაუღალავად ცდილობენ გააფრთხილონ და დაარწმუნონ პოლიტიკოსი ლიდერები და დანარჩენი მსოფლიო, რომ დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ გატარება. თუმცა, ამ პროცესში მალევე მიხვდებიან, რამდენადაც დაუჯერებელი და აბსურდული არ უნდა იყოს, მათი აღმოჩენა ბევრისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავია. ფილმში მეცნიერების წარუმატებელი მცდელობა ანალოგიაა იმისა რასაც დღესდღეობით ბევრი კლიმატოლოგი განიცდის, როდესაც ადამიანის არამდგრადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში გაფრქვეული სათბურის აირების გაზრდილი კონცენტრაციით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებაზე და გადაუდებელი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე დაუღალავად გვესაუბრებიან. ფილმში კომეტა სულ რაღაც 6 თვეში დაეჯახა დედამიწას და შესაძლოა ბევრი ფიქრობდეს, "პლანეტის მკვლელი" კომეტისგან განსხვავებით, კლიმატის ცვლილება შორეული მომავლის პრობლემაა, მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს გვიმტკიცებენ. მეცნიერების პროგნოზით დაახლოებით სულ რაღაც ხუთი წელია დარჩენილი, სანამ კაცობრიობა დახარჯავს „ნახშირბადის ბიუჯეტს“, იქამდე სანამ კიდევ რჩება რეალისტური შანსები შენარჩუნებულ იქნეს გლობალური ტემპერატურის მატება 1.5 C -ის ქვემოთ, ასევე, შეიძლება მხოლოდ ხუთი წელია დარჩენილი, სანამ ამაზონის ტროპიკული ტყე და ანტარქტიდის დიდი ყინულის ფენა გარდამტეხ ზღვარს, ე.წ. გარდამტეხ წერტილებს (tipping points) გადასცდება. ფილმში „არ აიხედო“ განვითარებული მოვლენების სიზუსტე და რეალურ სიტუაციასთან მსგავსება მართლაც შემაშფოთებელია. რეჟისორმა და სცენარის ავტორებმა ჩვენი დროის, კულტურის და საზოგადოების უამრავი პრობლემა გამოკვეთეს, შესაბამისად, ყველაფერს ამ ბლოგში ვერ განვიხილავთ. ძირითადი სურათის დასანახად შეიძლება რამოდენმე ეპიზოდი გამოვყოთ და დავუკავშიროთ რეალურ ცხოვრებას: მეცნიერები და პოლიტიკოსები ფილმი: მაშინ როდესაც დედამიწას „პლანეტის მკვლელი“ მასიური კომეტა უახლოვდება და მთელს კაცობრიობას განადგურებას უქადის, პოლიტიკოსებს, მათივე შეფასებით, ბევრი უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე აქვთ მოსაგვარებელი, როგორიცაა, მაგალითად, მოახლოებული არჩევნების მოგება, ძალაუფლების განმტკიცება, მოსამართლეების დანიშვნა და სხვა. რეალობა: მეცნიერები თანხმდებიან, რომ ადამიანის არამდგრადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად კლიმატის კრიზისი ყოველდღიურად უარესდება. პარალელურად პოლიტიკოსები, ვერც ეროვნულ და ვერც საერთაშორისო დონეზე, ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან საჭირო და გადაუდებელი ქმედებების გატარებაზე. მაგალითისთვის მთავრობები კვლავ წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის მასიურ სუბსიდიებს გასცემენ, არავის სურს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. 2021 წლის გლაზგოს კლიმატის კონფერენციაზე (CoP26-ზე) ყველაზე დიდი დელეგაციით სწორედ წიაღისეული საწვავის ინდუსტრია იყო წარმოდგენილი, სადაც მართალია გავლენიანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს რომ კლიმატის ცვლილება არის "ეგზისტენციალური საფრთხე კაცობრიობისთვის", მაგრამ ამ განცხადებების მიუხედავად, ქვეყნები ისევ აფართოვებენ კლიმატის ცვლილების გამომწვევ წიაღისეული საწვავის მოპოვებას, წარმოებას და მოხმარებას. მეცნიერები და ტელე-სოც მედია ფილმი: პოლიტიკური კლასისგან უყურადღებოდ დატოვებული და სასოწარკვეთილი მეცნიერები მიდიან მაღალი რეიტინგის მქონე გადაცემებში, მაგრამ იქაც ტელეწამყვანები (ქეით ბლანშეტი და ტაილერ პერი) ღიმილით და ჩვეული ფორმატით მათი განცხადების შელამაზებას და შემსუბუქებას ცდილობენ, რათა მაყურებელი არ დასტრესონ ცუდი ამბებით. პარალელურად, მაყურებელს დიდად არც აინტერესებს მეცნიერების მოსმენა და მოუთმენლად ელის რაილი ბინას (არიანა გრანდე), პოპულარული საერთაშორისო ვარსკვლავის გამოსვლას. მედიის დამოკიდებულების შემხედვარე აღელვებული კეიტ დიბიასკი პირდაპირ ეთერში საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართავს: Are we not being clear? We’re all 100% for sure gonna fucking die! რაც, შედეგს გამოიღებს, ოღონდ შედეგი ისაა, რომ დიბიასკი ცნობილი MEME გახდება. სოციალურ ქსელებში საკითხის გარშემო უამრავი არასაგნობრივი განხილვები იწყება, სხვადასხვა ჯგუფები ავითარებენ შეთქმულების თეორიებს, რასაც მეცნიერულ ფაქტებთან კავშირი საერთოდ არ აქვს. რეალობა: იგივე კომუნიკაციის პრობლემებს ვაწყდებით რეალობაშიც. ერთის მხრივ, მედია ნაკლებად ინტერესდება კლიმატის კრიზისის თემით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ამბები ხშირად სპორტის და ცნობილი ადამიანების ამბებით იჩრდილება. მეორე მხრივ კი, იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ეთერი კლიმატის მეცნიერებს ან კლიმატი პოლიტიკაში ჩართულ ექსპერტებს ეთმობათ, ისინი იძულებული არიან პრობლემაზე ფართო საზოგადოებისთვის „გასაგებ“ და „მისაღებ“ ენაზე ილაპარაკონ, პრობლემის სიმწვავე და ნეგატიური პროგნოზები მაქსიმალურად შეალამაზონ. ფილმის რეჟისორის ადამ მაკკეის განცხადებით ჩვენი კულტურა ამჟამად გაჭედილია ე.წ. „პროფესიულ ფორმატში“, რომელიც 70 - 90-იანი წლებიდან მოგვყვება და ჩვენს დროს აღარ შეესაბამება, განსაკუთრებით „everything is OK, everything goes in cycles“ ფორმატი. მეცნიერები და ცნობილი ადამიანები ფილმი: პოლიტიკური კლასის და მედიის წამომადგენლების მიერ იგნორირებული მეცნიერები, იმისათვის რომ საზოგადოებას დააჯერონ მოახლოვებული უზარმაზარი საფრთხე მართლაც არსებობს და მისი თავიდან ასაცილებლად საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების უმალ განხორცილება, აორგანიზებენ კონცერტს რაილი ბინას მონაწილეობით. თუმცა კონცერტზე მისული ხალხი მომღერალს გულშემატკივრობს, მისთვის მივიდნენ და მთავარი თემით ზედაპირულად ან საერთოდ არ ინტერესდება. რეალობა: არაერთი ცნობილი ვარსკვლავი გვინახავს როგორც კლიმატის საერთაშორისო კონფერენციებზე, ასევე, სხვადასხვა კლიმატის ცვლილებაზე გადაღებულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში, გადაცემებში და კლიპებში. ფილმის მსგავსად, ცნობილი ადამიანების ჩართულობით მათი მაყურებელი პრობლემაზე მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას იღებს და ძირითადად მთელი ყურადღება მაინც ცნობილ ადამიანებზეა ფოკუსირებული და არა თავად პრობლემაზე. მეცნიერები და მილიარდერი ბიზნესმენები ფილმი: ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში როდესაც პრეზიდენტი (მერილ სტრიპი) იძულებულია ყურადღება მიაქციოს მეცნიერების აღმოჩენას და იწყებს მისიას კომეტის გასანადგურებლად, მას მისი დამფინანსებელი დონორი, ცნობილი მილიარდერი ბიზნესმენი პიტერ იშერველი (მარკ რაილანსი) აჩერებს. მილიარდერის პროექტის თანახმად შესაძლოა მოახლოვებული საფრთხე მისი კომპანიის BASH-ის ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებლობად გარდავქმნათ და შედეგად ახალი სამუშაო ადგილებიც შევქმნათ, მას მერე რაც კომეტაზე არსებული ძვირფასი ლითონები იქნება მოპოვებული. რეალობა: მდგრად, დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას არავინ ჩქარობს, შესაბამისად პოლიტიკოსები და ბიზნეს სექტორი ფრიად სარისკო მომავლის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებების იმედად გვტოვებენ. ტექნოლოგიების, რომლებიც ან ჯერ საერთოდ არც გვაქვს, ან უკეთეს შემთხვევაში საწყის საპილოტე ეტაპზე იმყოფებიან. პერსონაჟები - პარალელი რეალობასთან შეიძლება ითქვას, რომ ფილმის თითოეული პერსონაჟიც შთაგონებულია რეალური ადამიანებით. მათ შორის ბევრი საჯარო ფიგურაა, მაგალითისთვის ყველაზე ცხადი მსგავსება იკვეთება შემდეგ პერსონაჟებს შორის: ქეით დიბიასკი - გრეტა ტუნბერგი დიბიასკის პერსონაჟი არ არის ახალგაზრდა კლიმატის აქტივისტის სრულყოფილი სარკე, მაგრამ ამ ორს შორის ბევრი პარალელი არსებობს. დიბიასკი როგორც გრეტა ძალიან განიცდის და ღელავს მოახლოებული საფრთხის გამო და მას არ ეშინია ამის ჩვენება. როდესაც ქეითი ბრაზდება და ცდილობს აიძულოს მისი გარემოცვა და საზოგადოება სერიოზულად მოეკიდოს მოახლოებულ საფრთხეს, საზოგადოება მას ე.წ. „მყვირალა ქალბატონს“ უგულებელყოფს და MEME-ად აქცევს. როდესაც 2018 წელს გრეტა ტუნბერგმა გამოსვლის დროს მისი ბრაზი და აღშფოთება ღიად დაანახა საზოგადოებას, მის გამოსვლასაც მსგავსი რეაქცია მოჰყვა. იმის მაგივრად, რომ საზოგადოება ფოკუსირებულიყო გრეტას მიერ წარმოდგენილ მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებულ ტექსტის შინაარსზე, მას დასცინოდნენ, კაცობრიობის ბედით და გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური კლასის უმოქმედობით შეწუხებულს, ემოციების გამოხატვის გამო. ზოგადად დიბიასკის პერსონაჟი საზოგადოების ქალების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს. ქეითი მისი პირდაპირობის და ემოციების ღიად ჩვენების გამო, თავიდანვე ყველას თავდასხმის ობიექტია და მალევე ჩამოშორებულ იქნება საქმეს. პრეზიდენტი ჯენი ორლეანი - დონალდ ტრამპი პრეზიდენტი ჯენი ორლეანი (მერილ სტრიპი) ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აშკარა კარიკატურაა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ზოგიერთი მინიშნება ჰილარი კლინტონზეც გვხვდება, პრეზიდენტი ორლეანი აშკარად დონალდ ტრამპის სატირული სარკისებური გამოსახულებაა. მას ახასიათებს ყველა ტრამპისთვის დამახასიათებელი თვისება და ქცევა, ნარცისიზმიდან ნეპოტიზმამდე. როდესაც დოქტორი მინდი და ქეით დიბიასკი პრეზიდენტ ორლეანს „დიბიასკის კომეტის“ შესახებ აცნობებენ, პრეზიდენტი ადვილად უარყოფს და მანიპულირებს მეცნიერული ფაქტებით, რათა ყველაფერი მოარგოს საკუთარ დღის წესრიგს. მაშინაც კი, როდესაც კომეტის შესახებ აშკარა მტკიცებულება არსებობს, პრეზიდენტი მასობრივ კამპანიას "ნუ ახედავ მაღლა" იწყებს, სადაც ის ტრამპის სტილში ბეისბოლის კეპით და თითების იქით-აქეთ გაშვერით ხალხს ე.წ. ალტერნატიულ ფაქტებს სთავაზობს. ჯეისონ ორლეანი - ტრამპის ოჯახი თუ პრეზიდენტი ჯენი ორლეანი დონალდ ტრამპის პაროდიაა, ჯეისონ ორლეანი (ჯონა ჰილი) არის ტრამპის შვილების - ივანკა, დონალდ, ერიკ ტრამპების და ასევე, მისი სიძე, ჯარედ კუშნერის პაროდია. ოთხივემ ისარგებლა დონალდ ტრამპის, როგორც პრეზიდენტის პოზიციით, ისინი დაინიშნენ ისეთ თანამდებობებზე, სადაც ისინი მხოლოდ ნეპოტიზმით თუ მოხვდებოდნენ, რადგანაც სხვაგვარად არ იყვნენ კვალიფიცირებული. პიტერ იშერველი - ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი ... პიტერ იშერველი (მარკ რაილანსი), BASH Cellular-ის აღმასრულებელი დირექტორი, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მილიარდერი ტექ-მაგნატების, როგორიცაა ელონ მასკი, მარკ ცუკერბერგი, ჯეფ ბეზოსი და სხვა კარიკატურა. იშერველი, ისევე როგორც ბევრი ტექ-მაგნატი რეალურ სამყაროში, გატაცებულია კოსმოსით და კოსმოსში მოგზაურობით, აქვს ამბიციური ტექ-პროექტები, ბავშვები აღფრთოვანებული არიან მისი გენიით, ამასთანავე პერსონაჟი თავს არა მეწარმედ, არამედ მსოფლიო მასშტაბის გენიოს გამომგონებლად თვლის. პიტერ იშერველს სურს მთელი კაცობრიობა მისი კომპანიის მიერ შექმნილ ტექნოლოგიებს იყენებდეს, ის აგროვებს მონაცემებს მის მომხმარებელზე და ადამიანების ემოციურ პროფაილებს ადგენს, პროგნოზებს აკეთებს. გადამწყვეტ მომენტში, იშერველი ძვირფასი ლითონების მოპოვებას ანიჭებს უპირატესობას, მილიარდერს უნდა კიდევ უფრო მეტი სიმდიდრის მოხვეჭა და ამისათვის უზარმაზარ რისკზე მიდის. ფილმში ბევრი სხვა საყურადღებო თემაა წამოწეული. საინტერესო და არასტანდარტული იყო აპოკალიპტური ფილმის გმირის გარეშე დატოვება. ჰოლივუდის აპოკალიპტურ ფილმებში შეგვაჩვიეს, რომ როდესაც დედამიწა საფრთხეშია გმირები და საზოგადოება მობილიზდება და ერთობლივი ძალებით იმარჯვებს. თუმცა „არ აიხედო“-ში გაგვიჭირდება ერთი გმირის პოვნაც კი. არმაგედონის (1998) მსგავსად, კომეტის ასაფეთქებლად შერჩეული „გმირი” პრეზიდენტის თავისუფლების მედლის მიმღები, პოლკოვნიკი ბენედიქტ დრასკი (რონ პერლმანი) თვითმკვლელობის მისიისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისიის დისტანციური მართვა და საერთოდ არაა საჭირო ადამიანის სოცოცხლის მსხვეპლად გაღება. თანამედროვე ბრიუს უილისი, პენსიონერი ჯარისკაცი „სხვა თაობას“ წარმოადგენს და თავი მხოლოდ ყვირილით, არაკომპეტენტურობით და დისკრიმინაციული ფრაზებით დაგვამახსოვრა. კინომცოდნეების კრიტიკა, მეცნიერების მოწონება ფილმმა ბევრი კინოკრიტიკოსის ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა, ამის საპირისპიროდ კლიმატის მეცნიერებაში და პოლიტიკაში ჩართული ადამიანები, ასევე კლიმატის აქტივისტები ფილმს ძალიან დადებითად აფასებენ. კრიტიკა ძირითადად დაკავშირებულია ორ თემასთან. ერთის მხრივ, კრიტიკა დაიმსახურა კომედიის ჟანრის ფილმის „დისკომფორტის“ ეფექტმა. კინოკრიტიკოსების აზრით, რეჟისორმა ადამ მაკკეიმ, „უბრალოდ არ იცის როგორ მისცეს ხალხს საშუალება დატკბეს რაღაცით, თუნდაც ეს მათივე განადგურება იყოს“ (Forbes, Dec 30, 2021). კლიმატის კრიზისის შესახებ კომედიური ფილმების გადაღება კარგია იმ შემთხვევაში, თუ ეს გაკეთდება ისე, რომ მაყურებელს დავამშვიდებთ და გავართობთ, აცხადებს ზოგიერთი კინოკრიტიკოსი (Simran Hans, The Observer). მეორე თემა რაც კინოკრიტიკოსებმა წამოწიეს უკავშირდება საზოგადოების სხვადასხვა მხარეების დამცირებას და დაცინვას. „მაკქეიმ გარდაუვლად ცხადყო, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ (...) ის დარწმუნებულია, რომ შენზე ბევრად ჭკვიანია“, - ამბობს ტიმ ბრეიტონი Alternate Ending-დან. მეთიუ ლუკასი თავის ბლოგზე „Front Row“ წერს: „ეს არ არის მხოლოდ კეთილშობილური მარცხი, ეს არის ცალსახად ცუდი ფილმი, მცდელობა განიხილო ძალიან რეალური პლანეტარული კრიზისი უმარტივესი და ყველაზე მცდარი სიტყვებით“. ზოგიერთი კინოკრიტიკოსის აზრით ფილმს უარყოფითი შედეგებიც ექნება, შეიძლება ის ადამიანებიც კი დააფრთხოს და საწინააღმდეგოდ განაწყოს, ვინც პოტენციურად შესაძლოა კლიმატის კრიზისის პრობლემით დაინტერესებულიყვნენ (Charles Bramesco, The Guardian). კინოკრიტიკოსებისგან რადიკალურად განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ კლიმატის მეცნიერებაში, პოლიტიკაში და აქტივიზმში ჩართულ ადამიანებს. მათი უმრავლესობა თვლის, რომ თუ ფილმის ყურება დისკომფორტს გვიქმნის, ეს იმიტომ ხდება, რომ ფილმი სრულყოფილი სიზუსტით გადმოსცემს კლიმატის კრიზისის იგნორით გამოწვეულ კლიმატის მეცნიერების, ექსპერტების და აქტივისტების ფრუსტრაციას და იმედგაცრუებას. ფაქტია, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, პარალელურად არსებობს კომუნიკაციის პრობლემა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება. კლიმატის მეცნიერებისთვის, ექსპერტებისთვის და აქტივისტებისთვის, რომლებსაც კარგად ესმით კლიმატის კრიზისის სიმძიმე, სერიოზულობა და აქტუალობა – ის ფაქტი, რომ ყოველი დღე მნიშვნელოვანია – თითქმის სურეალისტურია როცა ხედავენ, რომ ადამიანები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას ისე ატარებენ, თითქოს ეს ყველაფერი სრულიად ნორმალურია. ფილში კარგად ჩანს სხვადასხვა მხარეებს შორის არსებული დაყოფა და ხშირად კომუნიკაციის შეუძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სცენარი ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის დაწყებამდე დაიწერა, მაყურებლის ნაწილმა ფილმის სიუჟეტი კოვიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც დაუკავშირა. მსგავსება მართლაც იკვეთება, გლობალური პრობლემა, რომელიც განურჩევლად ყოველ ჩვენთაგანს ეხება, მეცნიერების მიმართ უნდობლობა, პოლიტიკოსების დაგვიანებული რეაქცია და ხალხით მანიპულირების სხვადახვა მექანიზმების ამოქმედება. შემაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობას სჭირდება მეტი ისტორიები და ნარატივები, რომლებიც ცხადად წამოაჩენენ იმ აბსურდულ სიტუაციას, რაც წარმოიქმნება როცა ყველამ ვიცით თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ და მიუხედავად ამისა ვერ ვერთიანდებით საჭირო გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად და თავის გადასარჩენად. გამოყენებული სტატიები Commondreams.org, Climate Denial Satire "Don't Look Up" Now Top Film on Netflix Worldwide, December 27, 2021 Forbes, The ‘Don’t Look Up’ Critics Versus Scientists Narrative Has To Stop, December 30, 2021 The Guardian, I’m a climate scientist. Don’t Look Up captures the madness I see every day, December 29, 2021 The Guardian ‘It parodies our inaction’: Don’t Look Up, an allegory of the climate crisis, lauded by activists, December 30, 2021 Screenrant.com, Don't Look Up True Story: Who Every Character Is Based On, December 28, 2021

  • ემისიების სხვაობის ანგარიში 2021

    ყოველწლიურად გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (The United Nations Environment Programme, იგივე UNEP) აქვეყნებს ანგარიშს სახელად „ემისიების სხვაობის ანგარიში” (The Emissions Gap Report). ანგარიშის მთავარი მიზანია გამოკვეთოს ის სხვაობა, რაც 2030 წლისთვის სათბური აირების მოსალოდნელ და სასურველ დონეს შორის იქნება. ემისიების სასურველი დონე პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ ტეპერატურულ მიზნებს უკავშირდება. მეცნიერების აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ საუკუნეში გლობალურმა დათბობამ 1,5°C-ზე არ გადააჭარბოს, რათა შევძლოთ კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი ზემოქმედების თავიდან აცილება.[1] ამისათვის საჭიროა მსოფლიომ მომავალი რვა წლის მანძილზე წლიური ემისიები გაანახევროს.[2] საერთო ჯამში, სხვაობას მას შორის, თუ „სად ვიქნებით სავარაუდოდ” და „სადაც უნდა ვიყოთ წესით“, „ემისიების სხვაობა“ ქვია. UNEP-ის „ემისიების სხვაობის ანგარიში“ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) წინ გამოქვეყნდა და მოიცავს როგორც კრიტიკულ, ასევე, იმედის მომცემ მესიჯებს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული დაპირებები საკმარისი არ იქნება პარიზის შეთანხმების მიზნის მისაღწევად, ნულოვანი ემისიების დაპირებები იმედის მომცემია. COP26 გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეების 26-ე შეხვედრაა, რომელიც ამჟამად გლაზგოში მიმდინარეობს. კონფერენციაში საქართველოც იღებს მონაწილეობას. წარმოგიდგენთ „ემისიების სხვაობის ანგარიშის“ მთავარი მესიჯების მოკლე მიმოხილვას. ახალი/განახლებული NDC-ების ანალიზი კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად აუცილებელია მყისიერად გარდავქმათ ის სისტემები, რომლებზეც ჩვენი ეკონომიკა დგას, ეს გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებას, მშენებლობას, მრეწველობას, ტრანსპორტს, მიწათსარგებლობასა და სოფლის მეურნეობას. თუმცა, ანგარიში გვიჩვენებს, რომ საჭირო ცვლილებები საუკეთესო შემთხვევაში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, უარეს შემთხვევაში კი - სრულიად არასწორი მიმართულებით მიდის. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 120 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, წარდგენილი აქვს ახალი ან განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) დოკუმენტები (დიაგრამა 1). შეგახსენებთ, რომ NDC არის თავად ქვეყნების მიერ განსაზღვრული წვლილი პარიზის შეთანხმების საერთო მიზნის მიღწევისთვის. ერთად აღებული ეს ქვეყნები გლობალური სათბურის აირების ემისიების ნახევარზე მეტს წარმოადგენენ. ამ 120 ქვეყნის თითქმის ნახევარმა (49%) წარადგინა განახლებული NDC, რომელიც წინა NDC-სთან შედარებით 2030 წლისთვის ემისიების შემცირების უფრო ამბიციურურ მიზანს განსაზღვრავს.[3] საქართველომ 2021 წლის მაისში წარადგინა განახლებული NDC, რომელიც წინასთან შედარებით ამბიციურია. განახლებული NDC-ის მიხედვით, საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას, შეამციროს ეროვნული სათბურის აირების ემისიები 35%-ით 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით (მიწათსარგებლობა, ცვლილება მიწათსარგებლობასა და სატყეო მეურნეობის (LULUCF) გარეშე).[4] დიაგრამა 1 - ქვეყნების რუკა ახალი/განახლებული NDC-ების შეფასების მიხედვით მწვანე - 2030 წლისთვის ექნებათ ნაკლები ემისიები, ვიდრე წინა NDC-ით იყო განსაზღვრული; ნაცრისფერი - არ წარუდგენიათ ახალი/განახლებული NDC; ვარდისფერი - ახალი/განახლებული NDC-ის მიხედვით ექნებათ უფრო მეტი ემისიები, ვიდრე წინა NDC-ით; ცისფერი - ახალი/განახლებული NDC არ ედრება წინას. 2021 წლის „ემისიების სხვაობის ანგარიშის” მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ქვეყნები ემისიების შემცირების დაპირებებს შეასრულებენ, გლობალურ ემისიებზე ამას მხოლოდ მცირე გავლენა ექნება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნების მიერ წარდგენილი ახალი ან განახლებული NDC-ები და ემისიების შემცირები დაპირებები საკმარიად ამბიციური არაა. არსებული დაპირებების სრულყოფაში მოყვანა გლობალურ ემისიებს მხოლოდ 7.5%-ით შეამცირებს, მაშინ როდესაც პარიზის შეთანხების 1.5°C მიზნის მისაღწევად ემისიების 55%-ით შემცირებაა საჭირო.[5] ანგარიშის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2030 წლისთვის წარდგენილი დაპირებები შესრულდება, მსოფლიო ტემპერატურის 2.7°C-ით ზრა გარდაუვალი იქნება. დაპირებები ნულოვანი ემისიების შესახებ იმედის საფუძველს იძლევა გრძლევადიანი დაპირებები ნულოვანი ემისიების (net zero emissions) შესახებ, რომელიც UNFCCC-ის 50 მხარემ უკვე გაახმოვანა. ნულოვანი ემისიები მიიღწევა მაშინ, როდესაც ანთროპოგენური ემისიების გაფრქვევისა და ატმოსფეროდან მათი შთანთქმის (removals) ჯამი ნულის ტოლი იქნება.[6] ანგარიშის მიხედვით, ნულოვანი ემისის მიზნის ანალიზისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მოიცავს თუ არა სამიზნე ყველა სათბურ აირს, თუ მხოლოდ CO2-ს. განსხვავება ისაა, რომ CO2-ის ნულოვანი ემისია გლობალურ დონეზე ასტაბილურებს გლობალურ დათბობას, ხოლო ყველა სათბურის აირის ნულოვან ემისიას მივყავართ ჯერ გლობალური დათბობის პიკამდე, ხოლო შემდეგ კი დათბობის შემცირებამდე. იმისათვის, რომ 1.5°C ტემპერატურულ ლიმიტს მივაღწიოთ, საჭიროა CO2-ის გლობალურმა ემისიამ ნულოვან ნიშნულს 2050 წლისთვის მიაღწიოს, ხოლო სხვა გლობალურმა სათბურის აირებმა - 15-20 წლის დაგვიანებით. იმ შემთხვევაში, თუ ნულოვანი ემისიების დაპირებები ეფექტურად შესრულდება, მსოფლიოში ტემპერატურა 2.2°C-ით გაიზრდება, რაც შედარებით ახლოსაა პარიზის შეთანხმების 2°C მიზანთან. დღესდღეისობით მსოფლიოს 49 ქვეყანასა და ერთ მხარეს (ევროკავშირს) აქვს განსაზღვრული ნულოვანი ემისიის პირობები ეროვნულ კანონმდებლობაში, პოლიტიკის დოკუმენტებში ან უმაღლესი აღმასრულებელი პირების განცხადებებში. ეს დაპირებები მოიცავს ამჟამინდელი გლობალური სათბურის აირების ემისიების ნახევარზე მეტს, მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ნახევარზე მეტსა და მსოფლიო მოსახლეობის მესამედს.[7] ეს თავისთავად დადებითი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, ნულოვანი ემისიების დაპირებები, ანგარიშის მიხედვით, ბუნდოვანია და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გაურკვეველი ან გადაუწყვეტელი რჩება. შესაბამისად, „ემისიების სხვაობის ანგარიში” აკრიტიკებს მხარეებს და ხაზს უსვამს დაპირებების შესრულებისთვის აუცილებელი კონკრეტული ნაბიჯებისა და მოკლევადიანი მიზნების წარდგენის მნიშვნელობას, რომელიც პროცესში გამჭვირვალეობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებას შეუწყობს ხელს. „ემისიების სხვაობის ანგარიშში”, ასევე, ხაზი გაესვა მეთანის ემისიის შემცირების მნიშვნელობას, როგორც წიაღისეული საწვავიდან, ასევე, ნარჩენების და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან. CO2-ის შემდეგ მეთანი არის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სათბურის აირი და გლობალური ანთროპოგენური მეთანის ემისიები კვლავ მზარდია. ანგარიშის მიხედვით, მეთანის ემისიების შემცირებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ემისიების სხვაობის შემცირებას და მოკლევადიან პერსპექტივაში დათბობაც შეამციროს.[8] დიაგრამა 2 - ქვეყნების ემისიების ტრაექტორიები გრძელვადიანი სტრატეგიების მიხედვით პოსტ-პანდემიური განვითარების გეგმები ქვეყნების ნაწილი შეეცადა პოსტპანდემიური განვითარების გეგმები ეკონომიკის დაბალ-ნახშირბადიანი ტრანფორმაციის წახალისებისთვის გამოეყენებინა, რაც ითვალისწინებს სახელმწიფოს ბიზნესის დახმარების მოკლევადიან პაკეტში მწვანე პირობითობის გამოყენებას. ასევე, სახელმწიფოს პოსტპანდემიურ პოლიტიკაში დაბალ-ნახშირბადიანი საკითხების გათვალისწინებით მწვანე პროექტებისა და მწვანე ინვესტიციების წახალისებას.[9] „ემისიების სხვაობის ანგარიშის“ მიხედვით სახელმწიფოების უმეტესობამ, განსაკუთრებით ღარიბმა და მოწყვლადმა ქვეყნებმა, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. სახელმწიფოების უმეტესობამ ვერ შეძლო პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზება, ასევე, ვერ შეძლო ამ ხარჯებში მწვანე თემატიკის გათვალისწინება. ამჟამად მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა შეიძლება იწოდოს „ლიდერად“ კრიზისიდან დაძლევის მწვანე სტრატეგიის არსებობის თვალსაზრისით. ეს ქვეყნებია გერმანია, კანადა, ფინეთი, ნორვეგია და დანია. ამ ქვეყნების კრიზისიდან დაძლევის სახელმწიფო ხარჯებში მწვანე თემატიკის წილი 39-დან 75-მდე პროცენტამდე მერყებს.[10] ნახშირბადით ვაჭრობა პარიზის შეთანხმების მე-6 მუხლი და ნახშირბადით ვაჭრობის საერთაშორისო ბაზრების ამუშავება შეიძლება პირდაპირ არ მიანიშნებდეს კლიმატის ამბიციურ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, „ემისიების სხვაობის ანგარიშის“ მიხედვით ნახშირბადით ვაჭრობამ შესაძლოა იმოქმედოს ბერკეტად და სახელმწიფოებს, კომპანიებსა თუ სხვა აქტორებს კლიმატის ამბიციური პოლიტიკის განცორცილებაში ხელი შეუწყოს. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც წესები გამჭვირვალე და მკაფიოდ განსაზღვრული იქნება, ხოლო ნახშირბადის ტრანზაქციები ემისიების რეალურ შემცირებას ასახავს.[11] იმისათვის, რომ ნახშირბადით ვაჭრობის პოტენციალი გამოვიყენოთ, საჭიროა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადავიტანოთ. COP26-ის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მე-6 მუხლისთვის საჭირო სახელმძღვანელო მითითებების გადაწყვეტა, რაც გადამწყვეტი იქნება ნახშირბადით ვაჭრობის გლობალური ბაზრის ამუშავებისთვის. ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. გამოყენებული მასალა Boehm, Sophie, Katie Lebling, Kelly Levin, Hanna Fekete, Joel Jaeger, Richard Waite, Anna Nilsson, m.fl. “State of Climate Action 2021: Systems Transformations Required to Limit Global Warming to 1.5°C”. World Resources Institute, 2021. https://doi.org/10.46830/wrirpt.21.00048. IPCC. “Summary for Policymakers — Global Warming of 1.5 oC”, 2018. https://www.ipcc.ch/sr15/chapter/spm/ United Nations Environment Programme. “Emissions Gap Report 2021: The Heat Is On – A World of Climate Promises Not Yet Delivered”. Nairobi, 2021. საქართველოს მთავრობა. “საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი და განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)”, 2021. მითითებული წყაროები: [1] IPCC, “Summary for Policymakers — Global Warming of 1.5 oC”, 2018, https://www.ipcc.ch/sr15/chapter/spm/. [2] United Nations Environment Programme, “Emissions Gap Report 2021: The Heat Is On – A World of Climate Promises Not Yet Delivered” (Nairobi, 2021). [3] United Nations Environment Programme, “Emissions Gap Report 2021: The Heat Is On – A World of Climate Promises Not Yet Delivered”. [4] საქართველოს მთავრობა, “საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი და განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)”, 2021. [5] United Nations Environment Programme, “Emissions Gap Report 2021: The Heat Is On – A World of Climate Promises Not Yet Delivered”. [6] United Nations Environment Programme. [7] United Nations Environment Programme. [8] United Nations Environment Programme. [9] United Nations Environment Programme. [10] United Nations Environment Programme. [11] United Nations Environment Programme.

  • კლიმატის ცვლილება სხვადასხვა „ჩარჩოში“

    კლიმატის ცვლილება კომპლექსური მოვლენაა და პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ განზომილებას მოიცავს. იმისათვის, რომ ის შედარებით მარტივად აღსაქმელი იყოს, ხშირად მას სხვადასხვა თემებად ვანაწევრებთ და საკითხის ერთ რომელიმე კონკრეტულ ჭრილზე ვკონცენტრირდებით. მაგალითად, სატრანსპორტო პოლიტიკა, მიწათსარგებლიანობა, ეკონომიკური განვითარება, და ა.შ. ამ გზით კლიმატის ცვლილებას გარკვეულ „ჩარჩოში“ ვაქცევთ (ინგლისურად frame), რაც პრობლემის შედარებით მარტივად დადგენასა და გააზრებაში გვეხმარება.[1] ის, თუ როგორ წარმოჩინდება საკითხი საჯარო განხილვისას, პოლიტიკურ დებატებსა თუ მედიაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. რაც, თავის მხრივ, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გზების დასახვაზე მოქმედებს. შესაბამისად, „ჩარჩოები“ განსაზღვრავენ არა მარტო პრობლემის არსს, არამედ პრობლემის გადასაჭრელად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებსაც.[2] რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება, და რა შეუძლია საზოგადოებას მის წინააღმდეგ მოიმოქმედოს? ამ კითხვებზე პასუხები კლიმატის ცვლილების იმ „ჩარჩოზეა“ დამოკიდებული, რომელიც ამ თემაზე საუბრისას გამოიყენება. ამასთანავე, როდესაც კლიმატზე საუბრისას ყურადღებას ვამახვილებთ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად მეცნიერული გაურკვევლობა, ეროვნული უსაფრთხოება, ფინანსური ხარჯები, სამართლებრივი საკითხები, მოსალოდნელი კატასტროფა და სხვა, სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების ყურადღებას ვიქცევთ, მათი ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისად.[3] თემატური „ჩარჩოები“ არასოდეს არაა ნეიტრალური. თითოეული ჩვენგანი შეიძლება „ვქმნიდეთ“ ჩარჩოებს ჩვენი სუბიექტური გადმოსახედიდან. ასევე, ჟურნალისტები, გარემოსდამცველები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, თუ პოლიტიკური ელიტები ცდილობენ საჯარო დისკუსიაში ის კონკრეტული „ჩარჩო“ დაამკვიდრონ, რომელიც მათ იდეოლოგიურ, ბიზნეს, თუ პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება.[4] ამიტომ, მნიშვნელოვანია კრიტიკულად მივუდგეთ ნებისმიერ „ჩარჩოს“ და გავათვითცნობიეროთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მეცნიერული „ჩარჩო“ კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ალბათ ყველას თვალწინ წარმოგვიდგება პოლარული დათვი, გვახსენდება ყინულის დნობა არქტიკაში და ის გრაფიკები, რომლებიც დედამიწის საშუალო ტემპერატურის ყოველწლიურ ზრდას აღწერს. კლიმატის ცვლილების საბუნებისმეტყველო მეცნიერულ „ჩარჩოს“ ალბათ ყველაზე ხშირად შევხვდებით საჯარო დისკუსიებში. საერთაშორისო დონეზე კლიმატის ცვლილების მეცნიერულ ენაზე კომუნიკაციაში დიდ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი, იგივე IPCC (Intergovernmental Panel on Climate Change). IPCC გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო) დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფია, რომლის მთავარი დანიშნულებაა სახელმწიფოს მმართველებს კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შეფასებასა და მის წინააღმდეგ ზომების მიღებაში დაეხმაროს. IPCC-ის დასკვნები ხშირად მშრალი, მეცნიერული ენითაა დაწერილი და ნაკლებად შეიცავს პოლიტიკურ მესიჯებსა თუ მოწოდებებს.[5] რა თქმა უნდა, მეცნიერული კომუნიკაცია დიდ როლს თამაშობს კლიმატის კვლევების სიმწვავის დადგენაში. მიუხედავად იმისა, IPCC-ს ხშირად აკრიტიკებენ. გარემოსდამცველებისა და აკადემიკოსების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ნეიტრალური, მეცნიერული „ჩარჩო“ საკმარის ბიძგს არ იძლევა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცვლილებებისთვის.[6] ეს იმიტომ, რომ ადამიანებს უჭირთ დაინახონ კავშირი ყინულის დნობას, პოლარული დათვსა და მათ პირად საცხოვრებელ გარემოს შორის. მეცნიერული „ჩარჩო“ უდავოდ აუცილებელია, თუმცა შესაძლოა საკმარისი არაა იმისთვის, რომ საზოგადოების ფართო წრეები დაინტერესდნენ ამ საკითხით. ხოლო თუ საზოგადოება არ ინტერესდება, პოლიტიკოსებიც ნაკლებად ინდომებენ კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკა გაატარონ ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე. ეკონომიკური „ჩარჩო“ მეორე „ჩარჩო“, რომელსაც ხშირად ვხვდებით კლიმატის ცვლილებაზე საუბრისას, ეხება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ზეგავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ხშირად კომუნიკაციისას გამოიყენებენ ან „უარყოფით“ ან „დადებით ჩარჩოს“. საზოგადოების ნაწილი ღელავს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის ეკონომიკურ თუ სოციალურ ხარჯებზე. ისინი კლიმატზე საუბრისას სწორედ ისეთ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა ეკონომიკური ხარჯები, რომელიც გასაწევია კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად, მაგალითად, ენერგიის წარმოების გაზრდილი ხარჯები, ნაკლები ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გლობალურ დონეზე, დაკარგული სამუშაო ადგილები ქვანახშირისა და ნავთობის ინდუსტრიებში, და ა.შ.[7] ამის საპირწონედ, საზოგადოების მეორე ნაწილი კონცენტრირდება იმ შესაძლო დადებით მხარეებზე, რაც ქვეყნის მდგრად, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ექნება. აქ იგულისხმება განახლებადი ენერგოსექტორის განვითარება მზის და ქარის ენერგიის საშუალებით, მწვანე სამუშაო ადგილების შექმნა, და რაც მთავარია ჯანდაცვის შემცირებული ხარჯები.[8] აკადემიური კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც აქცენტი კეთდება კლიმატის შერბილების პოლიტიკის დადებით მხარეებზე, მეტია შანსი საზოგადოების ფართო წრეებმა მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ცვლილებებს.[9] მიუხედავად ამისა, გვერდს ვერ ავუვლით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში არსებულ „წაგებულ“ მხარეებს (ე.წ. “climate losers”). მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ ის უარყოფითი გავლენები, რაც კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას მოჰყვება. ამ გარდამავალ პროცესში აუცილებელია სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს მოწყვლად ჯგუფებს. ამიტომ, რაც შეიძლება ობიექტურად უნდა შეფასდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები და ნაკლებად მოვექცეთ იმ „ჩარჩოებში“, რომელებიც მხოლოდ კარგის, ან მხოლოდ ცუდის დანახვას გვაიძულებს. იდეოლოგიური „ჩარჩო“ მესამე „ჩარჩო“, რომელსაც ხშირად ვხედავთ პოლიტიკურ დებატებში, კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას იდეოლოგიური კონფლიქტის ჭრილში აღიქვამს. პარტიების იდეოლოგია ხშირად განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკას უჭერენ მხარს უფრო ხშირად მემარცხენე იდეოლოგიურ სპექტრს მიეკუთვნებიან. ხოლო, შედარებით კონსერვატორული პარტიები, პოტენციური ეკონომიკური ხარჯების გამო, ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეებად გვევლინებიან.[10] იდეოლოგია და ღირებულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკითხის მიმართ ინდივიდის დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ასეთ დროს, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება არა მეცნიერულმა ფაქტებმა, არამედ კონკრეტული პარტიის მიმართ მხარდაჭერამ განსაზღვროს. ეს პრობლემურია, რადგან იდეოლოგიური „ჩარჩო“ ნაკლებად იძლევა მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გამართვის საშუალებას. ასევე, რთულია აზრი შეიცვალოს ადამიანმა, თუ მისი პოლიტიკური შეხედულებები მყარია. დასკვნა საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში გარდაუვალია ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს თუ პოლიტიკურ ხედვებს შორის. ეს „უთანხმოებები“ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გარდაუვალი ნაწილია.[11] კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად კი მნიშვნელოვანია შედგეს დიალოგი. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ხედვებისა, აუცილებელია მოიძებნოს ისეთი პოლიტიკური ხედვა, რომელიც სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელ მოსახლეობას გააერთიანებს. ეს აუცილებელია, რათა გზები დაისახოს კლიმატის ცვლილების შესარბილებლად და მოსახლეობაზე უარყოფითი ეკონომიკური თუ სოციალური ზეგავლენის ასარიდებლად. ამიტომაც მნიშვნელოვანია გვესმოდეს და კრიტიკულად მივუდგეთ ნებისმიერ „ჩარჩოს“, რომელიც ჩვენს ხედვას დაავიწროებს და პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ აღქმის შესაძლებლობას მოგვცემს. მითითებული წყაროები: [1] Merlijn van Hulst and Dvora Yanow, “From Policy ‘Frames’ to ‘Framing’: Theorizing a More Dynamic, Political Approach,” The American Review of Public Administration 46, no. 1 (January 2016): 92–112, https://doi.org/10.1177/0275074014533142. [2] Monika Berg and Rolf Lidskog, “Pathways to Deliberative Capacity: The Role of the IPCC,” Climatic Change 148, no. 1–2 (May 2018): 11–24, https://doi.org/10.1007/s10584-018-2180-8. [3] KjerstiFløttum, Des Gasper, and Asuncion Lera St. Clair, “Synthesizing a Policy-Relevant Perspective from the Three IPCC ‘Worlds’—A Comparison of Topics and Frames in the SPMs of the Fifth Assessment Report,” Global Environmental Change 38 (May 2016): 118–29, https://doi.org/10.1016/j.gloenvcha.2016.03.007. [4] Dominik A. Stecula and Eric Merkley, “Framing Climate Change: Economics, Ideology, and Uncertainty in American News Media Content From 1988 to 2014,” Frontiers in Communication 4 (February 26, 2019): 6, https://doi.org/10.3389/fcomm.2019.00006. [5] Berg and Lidskog, “Pathways to Deliberative Capacity”; Fløttum, Gasper, and St. Clair, “Synthesizing a Policy-Relevant Perspective from the Three IPCC ‘Worlds’—A Comparison of Topics and Frames in the SPMs of the Fifth Assessment Report.” [6] Berg and Lidskog, “Pathways to Deliberative Capacity”; Jonathan Rowson and Adam Corner, “How Framing Can Move Climate Change from Scientific to Social Fact,” the Guardian, May 23, 2014, http://www.theguardian.com/sustainable-business/framing-climate-change-scientific-social-fact. [7] Stecula and Merkley, “Framing Climate Change.” [8] Stecula and Merkley, “Framing Climate Change.” [9] Alexa Spence and Nick Pidgeon, “Framing and Communicating Climate Change: The Effects of Distance and Outcome Frame Manipulations,” Global Environmental Change 20, no. 4 (October 2010): 656–67, https://doi.org/10.1016/j.gloenvcha.2010.07.002. [10] Stecula and Merkley, “Framing Climate Change.” [11] Amanda Machin, “Democracy, Disagreement, Disruption: Agonism and the Environmental State,” Environmental Politics 29, no. 1 (January 2, 2020): 155–72, https://doi.org/10.1080/09644016.2019.1684739.

  • ახალგაზრდების ხმა COP26-ისკენ მიმავალ გზაზე: კონფერენცია ახალგაზრდები კლიმატისთვის

    2021 წლის 27-30 სექტემბერს 400-მდე ახალგაზრდა ლიდერი და აქტივისტი მთელი მსოფლიოდან შევიყარეთ მილანში ერთი მიზნისთვის - ‘მივაწვდინოთ ხმა ლიდერებს, რომელთა ხელშიც ჩვენი და დედამიწის მომავალია’. უაღრესად დატვირთული 3 დღის განმავლობაში, 400-მდე დელეგატი, მსოფლიოს 186 ქვეყნიდან, ვმუშაობდით კონსოლიდირებული დოკუმენტის შედგენაზე, რომელიც ასახავს ჩვენს მოსაზრებებს, ძირითად გზავნილებსა და მოთხოვნებს ეროვნულ თუ საერთაშორისო ლიდერებთან, ორგანიზაციებთან, ინსტიტუციურ ორგანოებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომელთაც ცვლილების ძალა შესწევთ. ჩვენს თაობას ხომ კიდევ უფრო გამწვავებული კლიმატის ცვლილების შედეგებთან შებრძოლება მოუწევს თუ ცვლილებები ახლავე არ დავიწყეთ. მოკლედ კონფერენციის ორგანიზების შესახებ 2019 წლის ივნისში იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლბში, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 26-ე კონფერენციას (COP26) დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლა, ხოლო იტალიამ Pre-COP26-სა და და ახალგაზრდულ ღონისძიებას კლიმატის ცვლილებაზე, სახელწოდებით "Youth4Climate: Driving Ambition" (Y4C). 2021 წლის Y4C არის ახლად წამოწყებული ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდების ხმების მსხვილმასშტაბიან ფორმატში გაჟღერებას ისახავს მიზნად. მუშაობის პროცესი 2021 წლის COP26-ისა და Pre-COP მოლაპარაკებების შინაარსობრივ პრიორიტეტებთან თანხვედრის მცდელობაში, კონფერენციისთვის გამოიკვეთა 4 ძირითადი თემატური ბლოკი (შემდგომში მათ მიხედვით დაიყო სამუშაო ჯგუფები), თავისი ქვე-კატეგორიებით, რომელთა მიხედვითაც ორგანიზატორების მიერ შედგენილ კითხვარებზე დელეგატებმა ივნისიდან დავიწყეთ მუშაობა. კითხვებზე მიღებული პასუხების სინთეზირებითა და დისკუსიების სერიით სექტემბრის დასაწყისისათვის მომზადდა მანიფესტის „ნულოვანი დრაფტი“, რომლის დახვეწაზე უკვე თავად კონფერენციის დროს Y4C საკოორდინაციო გუნდისა და ფასილიტატორების დახმარებით ვმუშაობდით. თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა გვქონდა აგვერჩია ის თემატური მიმართულება, რომელზე მუშაობაც ჩვენთვის პრიორიტეტი იქნებოდა გამოცდილების, ცოდნისა თუ ინტერესის მიხედვით. მუშაობის პროცესში გადავხედეთ თემატურ ჯგუფებში გამოყოფილი ქვე-თავების მნიშვნელობასა და სახელწოდებებს, რის შემდეგადაც გადავწყვიტეთ ახალი ქვე-თავების შემუშავება და გამოკვეთა. რას ითხოვს ახალგაზრდობა: საკვანძო გზავნილები სამუშაო ჯგუფი I – ახალგაზრდები, როგორც ამბიციის მამოძრავებლები მრავალმნიშვნელოვანიჩართულობა - ვთხოვთ, ქვეყნებს და შესაბამის ინსტიტუტებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ახალგაზრდების მრავალმხრივი ჩართულობა და მონაწილეობა ყველა გარემოსდაცვისა და კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შესაძლებლობების განვითარება - ვთხოვთ, ქვეყნებს სასწრაფოდ გააფართოვონ ფინანსური, ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის და კონკრეტული ქმედებების ეფექტურად წარმართვისთვის. დაფინანსება - ვთხოვთ ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯარო და კერძო ფინანსურ ინსტიტუტებს სასწრაფოდ გამოყონ და ხელმისაწვდომი გახადონ სახსრები ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდასაჭერად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველა დონეზე. სამუშაო ჯგუფი II – მდგრადი აღდგენა ენერგეტიკული ტრანზიცია და მწვანე სამუშაო ადგილები - ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს 2030 წლისათვის სასწრაფო, დივერსიფიცირებული და ინკლუზიური ენერგეტიკული ცვლილებისაკენ, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ენერგოეფექტურობას, მდგრად/განახლებად ენერგიასა და +1.5° მიზნის მიღწევადობადობას. ჩვენ მოვითხოვთ შესაძლებლობების განვითარების, კვლევისა და ტექნოლოგიების გაზიარების დაფინანსებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულებისთვის ღირსეული ახალი მწვანე სამუშაო ადგილები და მობილიზებული იყოს ადეკვატური მხარდაჭერა ცვლილებით დაზარალებული და დაუცველი თემებისთვის. ადაპტაცია, მდგრადობა, ზარალისა და ზიანის მექანიზმი - ჩვენ გვსურს, ადგილობრივ დონეზე დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდეს ადაპტაციის, მდგრადობისა და ზარალისა & ზიანის მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო და უწყვეტი წვდომა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიღებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისთვის. ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები - ჩვენ ვითხოვთ, პრიორიტეტი მიენიჭოს ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, როგორც კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად საჭირო ძირითად სტრატეგიას, რომელიც ასევე ხაზს უსვამს სოციალურად სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნის აუცილებლობას. ფინანსური ნაკადები - ჩვენ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს ყველა დონეზე, საჯარო თუ კერძო სექტორში, შექმნან გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული კლიმატის საფინანსო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ემისიების მკაცრ რეგულირებასა და ‘კლიმატური ინვესტიციების ხაფანგისადმი’ ყველაზე მოწყვლადი თემების დაცვას. აღნიშნულმა საფინანსო სისტემამ უნდა უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა ყველა სქესის, ასაკისა და წარმომავლობის ადამიანისთვის. ამ სისტემას, ასევე, ქალებისა და ბავშვების შრომის ექსპლუატაციის ტენდენციის აღმოფხვრა უნდა შეეძლოს. ტურიზმი - ჩვენ ვითხოვთ, COP26-ზე აღიარონ, რომ ტურიზმის სექტორი პასუხისმგებელია მიაღწიოს გლობალური კლიმატის მიზნებს და რომ სფერო დაუცველია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისგან, განსაკუთრებით ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის (მაგ., განვითარებადი მცირე კუნძულოვანი ქვეყნები). ჩვენ მოვითხოვთ ელასტიური ლურჯი და მწვანე ტურიზმის აღდგენისკენ მიმავალ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის (ახალგაზრდების, ქალების, ადგილობრივი თემების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების) ჩართვას შესაძლებლობების განვითარების, მონიტორინგის, ინვესტირებისა და გადაწყვეტილების მიღების აქტივობებში. სამუშაო ჯგუფი III – არასამთავრობო აქტორების ჩართულობა ინფრასტრუქტურა და ფინანსები არასახელმწიფო აქტორებისთვის - საჯარო და კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, ინტერნეტზე წვდომის) შექმნის მეშვეობით მწვანე პოლიტიკაში შემდეგი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა მიგვაჩნია აუცილებლად: ახალგაზრდა მეწარმეების, ხელოვანების, ფერმერებისა და სპორტსმენების, განსაკუთრებით განვითარებადი რეგიონებიდან და მარგინალიზებული ჯგუფებიდან (ეთნიკური უმცირესობები, ადგილობრივი მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.). ამასთანავე უნდა წახალისდნენ უკვე არსებული არასახელმწიფო აქტორები, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილება, მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გადაწყვეტილებების მიღებაში. არაპარტიული დაინტერესებული მხარეების თანხვედრა ნულოვანი ემისიების მიზნებთან - ა) მოვითხოვთ არაპარტიული დაინტერესებული მხარეებისგან, განსაკუთრებით კერძო სექტორისგან, მიმდინარე და მომავალი წარმოებისა და მათი მიწოდების ჯაჭვების ნულოვანი ემისიების მიზნებთან თანხვედრაში მოყვანას. ეს ცვლილება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და უნდა აისახოს გასაჯაროებულ გეგმებსა თუ ანგარიშებში, სულ მცირე ყოველწლიურად. ბ) მოვითხოვთ არასახელმწიფო აქტორების გარემოსდაცვითი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათ მიერ კლიმატზე ზემოქმედების შესახებ ყოველწლიური ინფორმაციის გასაჯაროებით. წიაღისეული საწვავის გავლენა არასახელმწიფო აქტორებზე და წიაღისეული საწვავის მრეწველობა, როგორც არასახელმწიფო აქტორი - წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის ამოღება უნდა დაიწყოს სწრაფად და დაუყონებლივ, ეს პროცესი კი 2030 წლისთვის სრულად უნდა დასრულდეს. უზრუნველყოფილი უნდა იყოს დეცენტრალიზებული, სამართლიანი ტრანზიცია ამ სექტორში დასაქმებულების, ადგილობრივი, მოწყვლადი ჯგუფებისა და მათთვის ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და დაზარალდება კლიმატის კრიზისითა და მრეწველობის სექტორის გარდაქმნით. ნებისმიერმა არასამთავრობო მოთამაშემ, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოებმა, მოდის ინდუსტრიამ, სპორტის, ხელოვნების, ბიზნესისა თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულმა სუბიექტებმა, არ უნდა მიიღონ ინვესტიცია წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიებისგან, ასევე, არ უნდა მოექცნენ მათი ლობირების ზეგავლენის ქვეშ, განსაკუთრებით საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს. სამუშაო ჯგუფი IV – 'კლიმატ-გაცნობიერებული' საზოგადოება ზემოქმედებისა და გადაწყვეტილებების წარმოჩენა - კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შემცირების საკითხზე მუშაობისას გადაწყვეტილებების მიმღებნი პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ახალგაზრდებისა და საზოგადოების წინაშე; მათ უნდა უზრუნველყონ მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, სხვადასხვა რესურსების (როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის სერვისები) ხელმისაწვდომობა და მოწყვლადი ჯგუფების ხმების გაძლიერება. მათ უნდა შექმნან პლატფორმები და მექანიზმები, რომლებიც კლიმატის ცვილების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას გაამარტივებენ. განათლება - მოვუწოდებთ მთავრობებს უზრუნველყონ კლიმატის ცვლილების შესახებ ყოვლისმომცველი და უნივერსალური განათლებისა და გარემოსდაცვითი წიგნიერების დანერგვა ყველასთვის, ამ სფეროს ადეკვატური დაფინანსების მობილიზების მეშვეობით, საერთაშორისოდ დაწესებულ ვადებში. მთავარი მიზანია ყველა ასაკის ადამიანის გაძლიერება ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს კლიმატის ცვლილების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გაზიარება. განათლებას უნდა ჰქონდეს ჰოლისტიკური მიდგომა, უნდა აერთიანებდეს ადგილობრივ უმცირესობათა ჯგუფების ცოდნასა და გენდერულ პერსპექტივას, რაც ხელს უნდა უწყობდეს ცხოვრების სტილის, დამოკიდებულებებისა და ქცევის ცვლილებას. გაცნობიერებული ქცევა კი, თავის მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საზოგადოების კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადობას უზრუნველყოფს. გეგმის განსახორციელებლად საჭიროა შემდეგი ძირითადი ქმედებები: კლიმატის ცვლილების შესახებ სწავლების ინტეგრირება უნდა მოხდეს სასწავლო გეგმებში ყველა დონეზე. ამ საკითხთან დაკავშირებული ელემენტების გაცნობა უნდა მოხდეს საჯარო მოხელეებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვისა თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის არსებული საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელი თუ ტრენინგ პროგრამების საშუალებით. მოვითხოვთ, ქვეყნების NDC-ებსა და ეროვნული ადაპტაციის გეგმებში საგანმანათლებლო პროგრამების აუცილებლობის აღნიშვნასა და პროგრესის ანგარიშგებას; განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფას ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად. ახალგაზრდების მიერ წარმართული პროექტებისთვის და მათში მონაწილეობისათვის უნდა არსებობდეს დაფინანსების წყაროები. თითოეული მოზარდისათვის ხელშეწყობილი უნდა იყოს თანასწორი წვდომა ანაზღაურებად სტაჟირებებზე, გაცვლით პროგრამებსა და სხვა უნარ-ჩვევების გამაძლიერებელ აქტივობებზე. საზოგადოების ინფორმირებულობა და მობილიზება - მოვუწოდებთ მთავრობებსა და სხვა შესაბამის მოთამაშეებს, უზრუნველყონ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შერბილებასა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებთან მიმართებაში. ეს პროცესი კი ტრადიციული და სოციალური მედიის, კამპანიების, ხელოვნების, სპორტის, საგანმანათლებლო თუ რეკრეაციული პროგრამების საშუალებით უნდა განხორციელდეს. მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება იყოს გარემოსდაცვითი საკითხებისა და დილემების გადაწყვეტილებებში ჩართული. ეს შესაძლებლობა კი ხელშეწყობილი უნდა იყოს ცნობიერების ამაღლების, ადვოკატირებისა და ლიდერობის განმავითარებელი პროგრამების შექმნითა და ხელმისაწვდომობით. მედია - ნებისმიერ ჟურნალისტსა თუ მედია სივრცის წარმომადგენელს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი, იმისათვის რომ მათ კლიმატის კრიზისის აქტუალურობისა და შედეგების გადმოცემა შეძლონ გამჭვირვალედ, პოპულარულ სასაუბრო ენაზე. მედიის წარმომადგენლებს სამეცნიერო კვლევების გაგებისა და გაზიარების უნარი უნდა შესწევდეთ. მათ, ასევე, უნდა შეეძლოთ კლიმატის თემის გარშემო მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შეფასება და შინაარსის აღწერა. მათ გააზრებულად უნდა გააშუქონ კლიმატის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში არსებული ძირითადი დებულებები. ამასთანავე, ებრძოლონ დეზინფორმაციას ტრადიციული და მუდამ განახლებადი მედია პლატფორმების საშუალებით. მედია სივრცემ „სამართლიანი ტრანზიციის/გარდაქმნის“ პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. როგორ ასახა COP26_მა Youth4Climate Manifesto-ს მოთხოვნები სამუშაო ჯგუფი I ა) გლაზგოს კლიმატის პაქტში ჩაიწერა შემდეგი მოწოდება, - „უზრუნველყოფილ იქნას ახალგაზრდების მონაწილეობა და წარმომადგენლობის მიწვევა მრავალმხრივი, ეროვნული და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში“. ბ) Youth4Climate სამიტი ამიერიდან ყოველწლიურ ღონისძიებად იქცევა, რაც ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას მიიღონ მონაწილეობა კლიმატის საკითხებზე მიმავალ მოლაპარაკებებში. გ) Improved Marrakech Partnership for Enhancing Ambition-ის დოკუმენტში ხაზი გაესვა ადგილობრივი თემების, უმცირესობების, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების აზრებისა და პოზიციების პატივისცემის საკითხს და მისი ფართო მასებში გავრცელებისა და განმტკიცების აუცილებლობას. დ) ბოლივიამ, კანადამ, ეკვადორმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა, გადაწყვიტეს დააფინანსონ ქალთა ლიდერობის ხელშემწყობი აქტივობები. ეს ქვეყნები, ასევე, შეთანხმდენენ, რომ გენდერის ინდიკატორი მომავალში დაგეგმილი ნებისმიერი სტატისტიკურ-კლიმატურ ანალიზის პროცესში შეიტანონ. სამუშაო ჯგუფი II ა) კლიმატის ცვლილების ზეგავლენის დაძლევის ამბიციების გაზრდის მიზნით, გლაზგოს კლიმატის პაქტმა დააჩქარა ქვეყნებისთვის უფრო ძლიერი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების (NDCs) წარდგენის ვადები და მოითხოვა, რომ მსოფლიო ლიდერებმა „გადახედონ და გააძლიერონ“ 2030 წლის მიზნები მომავალი წლის COP27-მდე. ბ) მსოფლიოს 35 ლიდერის მიერ მიღებული Glasgow Breakthrough Agenda, მიზნად ისახავს დააჩქაროს სუფთა ტექნოლოგიების განვითარება და გავრცელება მთელს მსოფლიოში ამ ათწლეულის განმავლობაში. ამ დოკუმენტის ძირითადი მიზნებია განახლებადი ენერგიის სტრუქტურები 2030 წლისთვის გახდეს მიმზიდველი ალტერნატივა მსოფლიოს ყველაზე დასახლებული რეგიონებისთვის, ხოლო განვითარებად ქვეყნებს მიეცეთ საშუალება ისარგებლონ სუფთა ენერგიით. გ) ენერგო ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლირების მოწოდების შესაბამისად, გლაზგოს ფინანსურმა ალიანსმა 130 ტრილიონი აშშ დოლარის კერძო კაპიტალი გამოყო გლობალური ეკონომიკის გადასხვაფერებისათვის. ეს ვალდებულებები მსოფლიოს 45 ქვეყანას აკისრია. დ) დანიამ და კოსტა რიკამ შექმნეს ‘ალიანსი ნავთობისა და გაზის მიღმა’ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საფრანგეთი, შვედეთი და ირლანდია, რომლებიც თავიანთ საზღვრებში ნავთობისა და გაზის მოპოვების ეტაპობრივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ე) 190 ქვეყნის კოალიციამ, გამოხატა მზადყოფნა გააძლიეროს მწვანე ენერგეტიკა და ხელი შეუწყოს ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტას 2030-იან წლებში ძირითადი ეკონომიკებისთვის და 2040-იანი წლებისთვის დანარჩენი მსოფლიოსთვის. ვ) მსოფლიო ბანკმა შექმნა ფონდი, რომელიც 200 მილიონი დოლარის მობილიზებას ეცდება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, განვითარებადი ეკონომიკის რეგიონებში საგზაო ტრანსპორტის დეკარბონიზაციის მხარდასაჭერად. ზ) დიდი ბრიტანეთის მთავრობის ურბანული კლიმატის სამოქმედო პროგრამა (UCAP) 27,5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას ჰპირდება აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქალაქებს ნულოვანი ემისიების მიღწევის პროცესის ხელშესაწყობად. თ) 45 ქვეყანამ და 95-მა დიდმა კომპანიამ COP26-ზე პირობა დადო, რომ მიმდევნო წლებში გააორმაგებენ ძალისხმევასა და ინვესტიციებს ბუნების დასაცავად და სოფლის მეურნეობის მდგრად მოდელზე გადასვლის პროცესში. ი) 100-ზე მეტმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის შეაჩერებს და უკუაგებს მიწისა და ტყის დეგრადაციის ტენდენციებს, ამისთვის ისინი გამოიყენებენ სახელმწიფოებისა და კერძო ინსტიტუციების მიერ გამოყოფილ 19 მილიარდ აშშ დოლარს. სამუშაო ჯგუფი III ა) გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით შექმნილი Breakthrough Agenda-ის ფარგლებში 42-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ გააძლიერებს ინოვაციური მწვანე ტექნოლოგიების განვითარებასა და გავრცელებას მთელს მსოფლიოში. ბ) განახლებული UNFCCC Fashion Industry Charter for Climate Action-ის ფარგლებში შემუშავდა ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც მოდის ინდუსტრიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია არ იქნება წიაღისეულ წყაროზე დამოკიდებული 2030 წლისთვის. გეგმა, ასევე, გვთავაზობს მითითებებს ნედლეულის პასუხისმგებელიან მოპოვებასთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი IV ა) COP26-ზე 95 წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამ, მათ შორის, Burberry-მ და ITV-მ, პირობა დადო, რომ ‘მდგრადობა’ მათი ბრენდის იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცევა და ისინი იმუშავებენ ბუნებაზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და/ან მის მინიმუმამდე დაყვანაზე 2030 წლისთვის. ბ) გენდერულ თანასწორობისკენ მიძღვნილ დღეზე, მრავალმა ქვეყანამ გამოთქვა დაპირება ქალებისა და გოგონების გაზრდილი ჩართულობის მიმართ. დასკვნა მაშინ როდესაც ვიზიტისათვის მხოლოდ 120 საათით გაქვს ქვეყანაში დარჩენის უფლება და 400+ ადამიანთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა გჭირდება, თითოეული ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად, სწავლობ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება. ამ ხანმოკლე პერიოდში ჩვენ ვიპოვეთ თანამოაზრენი და გავიაზრეთ სხვისი პოზიციები თუ შეხედულებები. პროცესი, რომელიც არაორდინალური და გამომფიტველი მოლაპარაკებებისა და დებატების სამ დღეს ასახავდა, საბოლოოდ ამბიციურ გეგმათა ზეიმად გარდაიქმნა, რომელიც შემუშავებული მანიფესტის გამოქვეყნებით დაგვირგვინდა. ცალკე გამოსაყოფი საკითხია თუ რაოდენ კმაყოფილია ახალგაზრდების უმეტესობა მანიფესტში გამოხატული მოთხოვნების COP26-ის დროს ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ინტეგრირებით. თითოეულ დელეგატს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ამ სტატიაში კი მხოლოდ Y4C კონფერენციის შედეგების აღწერით შემოვიფარგლები. COP-ზე მიღწეული შედეგების მიუხედავად, ერთი რამ აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს მომავლის შიში და იმედი გვამოძრავებს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, მაგრამ ამავდროულად გადაწყვეტილებების შემოთავაზებებიც. ის რაც ახლა გვჭირდება არის ახალგაზრდების მიერ წამოყენებული წინადადებების მოსმენა და მათი სამოქმედო გეგმებში სწრაფი ინტეგრირება. ამასთანავე საჭიროა კონსტრუქციული დიალოგის წამოწყება, რომელიც ახალგარდების ჩართულობას უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. და ბოლოს... “There comes a time when one must take a position that is neither safe, nor politic, nor popular, but he must take it because conscience tells him it is right.” ― Martin Luther King Jr., A Testament of Hope: The Essential Writings and Speeches ძირითადი წყაროები: I. By Connect4Climate. “How COP26 Responded to the Youth4Climate Manifesto.” Connect4Climate, November 18, 2021. https://www.connect4climate.org/initiative/how-cop26-responded-youth4climate-manifesto. II. “Empowering the next Generation.” Connect4Climate, June 21, 2021. https://www.connect4climate.org/initiatives/youth4climate. III. “YOUTH4CLIMATE 2021: Driving Ambition.” UN Climate Change Conference (COP26) at the SEC – Glasgow 2021. UK Government, October 29, 2021. https://ukcop26.org/pre-cop/youth4climate-2021/.

  • პარიზის შეთანხმება #ABC

    შესავალი 2015 წლის 12 დეკემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეთა 21-ე კონფერენციამ (COP), ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, პარიზის შეთანხმება მიიღო. მიღების მომენტიდანვე, პარიზის შეთანხმება შეფასდა როგორც „მონუმენტური ტრიუმფი“,[1] „თამაშის წესების შემცვლელი“[2] “უდიდესი ნახტომი კაცობრიობისთვის,”[3] “ძლიერი სიგნალი,”[4] “ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსი”, [5] “გარდამტეხი მომენტი”,[6] „მნიშვნელოვანი მიღწევა.”[7] უმთავრესად კი, ის წარმოადგენს პარადიგმის ცვლილებას კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმსა და ძალისხმევაში.[8] პარიზის შეთანხმება ძალაში შევიდა 2016 წლის 4 ნოემბერს, შეთანხმების 21-ე მუხლის შესაბამისად.[9] ამჟამად, შეთანხმებას 195 ხელმომწერი და 191 მხარე ჰყავს, მათ შორის, ევროპის კავშირი (EU). შეთანხმება ხელმოწერილი აქვთ, თუმცა სავალდებულოების ეროვნული პროცედურები (მაგ. რატიფიკაცია) არ გაუვლიათ იემენს, ერითრეას, ირანს, ერაყს, თურქეთს, ლიბიას. შესაბამისად, ამ ქვეყნებისთვის პარიზის შეთანხმება ძალაში ჯერ არ არის. 2019 წლის ნოემბერში, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეატყობინა გაეროს გენერალურ მდივანს (ხელშეკრულების დეპოზიტარი) შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. პარიზის შეთანხების 28-ე მუხლის მიხედვით, გასვლა ძალაში შევიდა შეტყობინებიდან 1 წლის შემდეგ, ანუ 2020 წლის ნოემბერში. აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტაცია კი თავიდან მიუერთდა ხელშეკრულებას, რომელიც ამერიკისთვის ძალაში შევიდა 2021 წლის 19 თებერვლიდან. პარიზის შეთანხმება არის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლით და წარმოქმნის ვალდებულებებს მხარეებისთვის. პარიზის შეთანხმება სამ ძირითადად მიზანს ადგენს, რომელიც უმთავრესად „მოგზაურობის მიმართულებას“ განსაზღვრავს: ტემპერატურის მიზანი - გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა, პრეინდუსტრულ დონესთან შედარებით, აღიარებს რა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კლიმატის ცვლილების რისკებს და შედეგებს; ადაპტაციის მიზანი - კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის აირების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა ისეთი გზით, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საკვების წარმოებას; ფინანსური მობილიზაციის მიზანი - ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფა სათბურის აირების დაბალემისიიანი და კლიმატისადმი მედეგი განვითარების გზებთან. პარიზის შეთანხმების განხორციელებას ორი მნიშვნელოვანი პრინციპი უდევს საფუძვლად, სამართლიანობის და საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობები და შესაბამისი შესაძლებლობები, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით. პარიზის შეთანხმება (სხვადასხვა მასშტაბით) ფარავს ყველა მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიცაა კლიმატის ცვლილების შერბილება, კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაცია, ექსტრემალური და ნელი მოქმედების კლიმატურ მოვლენებთან დაკავშირებული დანაკარგები (ზარალი) და ზიანი, ფინანსური დახმარება, ტექნოლოგიების გადაცემა, შესაძლებლობების განვითარება, განათლება, გამჭვირვალობა, შეთანხმებასთან შესაბამისობა, პროცედურული საკითხები, ინსტიტუციური მოწესრიგება. პარიზის შეთანხმების გამჭვირვალობის მოთხოვნები, გადახედვის პროცესები, გლობალური შედეგების შეფასება, შესაბამისობის და შესრულების მექანიზმები, ამ შეთანხმების განმსაზღვრელი საფუძვლები და მთავარი არსია. უპირველეს ყოვლისა, პარიზის შეთანხმება წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მიერ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დონეზე დარეგულირების მცდელობასა და ძალისხმევაში პარადიგმის ცვლილებას. მისი მთავარი ელემენტებია: 1. პარიზის შეთანხმება მოითხოვს მხარეებისგან ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილების განვითარებასა და წარდგენას (NDC), მათი შესრულებისთვის მოქმედებას, „თუმცა მხარეები არ არიან ვალდებულნი ამას მიაღწიონ“; 2. ადგენს საერთაშორისოდ მოლაპარაკებულ, პროცედურულ ვალდებულებებს, რათა ყველა მხარემ გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულებით შეიტანოს წვლილი ემისიების შემცირებაში; 3. დგას ამბიციის ზრდის ციკლზე, მხარეებმა დროთა განმავლობაში გაზარდონ ამბიციები და გააძლიერონ მოქმედებები; 4. ადგენს დიფერენცირებისადმი ნიუანსირებულ მიდგომას, მორგებულს თითოეული საკითხისადმი, რომელიც შერბილების პოლიტიკის კონტექსტში ეყრდნობა მხარეების მიერ თვითდიფერენცირებას (განვითარებულ ან განვითარებად) NDC-ებში. პარიზის შეთანხმების ძირითადი მახასიათებლები პარიზის შეთანხმება არის მკაცრი, რბილი და არა-სამართლის ნორმების ნაკრები, უფრო ზუსტად კი ვალდებულებების, რეკომენდაციებისა და სისტემის მხრიდან მოლოდინების მიქსი; პრეამბულაში, სხვა თემებთან ერთად, ნახსენებია „სამუშაო ძალის სამართლიანი ტრანზიცია“, „ღირსეული და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა“, „ადამიანის უფლებები“ და „განვითარების უფლება“; მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს სათბურის აირების ემისიებმა პიკს, თუმცა, ამასთანავე, აღიარებს, რომ განვითარებად ქვეყნებს მეტი დრო დასჭირდებათ ამისთვის; მიზნად ისახავს პიკის შემდეგ სათბურის აირების ემისიების სწრაფ შემცირებას, საუკეთესო ხელმისაწვდომი მეცნიერების გზით და საუკუნის მეორე ნახევარში მიიღწეს ბალანსი ანთროპოგენური ემისიების წყაროებსა და სათბურის აირების მშანთქმელებს შორის; განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს ანიჭებს თვითდიფერენცირების თავისუფლებას. განვითარებად სახელმწიფოებთან მოქნილია შემდეგი საკითხების მიმართ: ემისიების პიკი, ამბიცია, კლიმატის ცვლილების შერბილების ძალისხმევა, იმპლემენტაცია, საჭიროებები, მხარდაჭერა და ა. შ.; თითოეული წევრისგან მოითხოვს, „მოამზადოს, შეატყობინოს და შეინარჩუნოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი, რომელის მიღწევასაც აპირებს“. მხარეების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი თავიანთ NDC-ებს მიაღწევენ და პროგრესულად გაზრდიან ამბიციებს; მოლოდინია, რომ მხარეები აგრეთვე შეიმუშავებენ გრძელვადიან სტრატეგიებს; არ იძლევა დეკარბონიზაციისათვის შაბლონს, მოდელს ან გეგმას. მხარეები თავისუფლები არიან თავიანთი მეთოდის და გზის არჩევაში; იძლევა ემისიების შემცირების შედეგების საერთაშორისო ტრანსფერის გზით დანერგვის შესაძლებლობას, მათ შორის, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიმართ. აგრეთვე, ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და უზრუნველყოფს გარემოს მთლიანობას და გამჭვირვალობას ძლიერი ანგარიშგების გზით; არასაბაზრო მიდგომები (შერბილება, ადაპტაცია, ფინანსები, ტექნოლოგიური ტრანსფერი და შესაძლებლობების განვითარება) იმპლემენტაციის ინტეგრირებული, ჰოლისტიკური და დაბალანსებული საშუალებებია; შეთანხმება ხორციელდება იმგვარად, რომ ასახოს სამართლიანობის და საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპი, განსხვავებული ეროვნული გარემოებების პრინციპების გათვალისწინებით. ტემპერატურის მიზანი პარიზის შეთანხმება ადგენს ტემპერატურის შეზღუდვისა და „დაჭერის“ მიზანს. 1,5 გრადუსი არის სასურველი მიზანი, რომლის შეთანხმების ტექსტში არსებობა არის სოლიდარობის სიგნალი პატარა კუნძული სახელმწიფოებისათვის, რომლებიც, ფაქტობრივად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების ფრონტის ხაზზე არიან. მართალია, პრეინდუსტრიული (წინარეინდუსტრიული) დონე არ არის განსაზღვრული არც ტექსტში და არც მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილებაში, თუმცა კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი (IPCC) იყენებს 1850-1900 წლების პერიოდს, ვინაიდან ეს არის ყველაზე ადრეული პერიოდი, რომელზეც არის მონაცემები (თითქმის) გლობალური ტემპერატურის შესახებ. ხელშეკრულების არქიტექტურა მსგავსად სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა, პარიზის შეთანხმებაც შედგება პრეამბულისა (შესავალი ნაწილი) და ოპერატიული ნაწილისაგან (ძირითადი ტექსტი). პრეამბულა არ წარმოშობს ვალდებულებებს მონაწილე სახელმწიფოებისათვის, თუმცა არის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ელფერს აძლევს ხელშეკრულებას, ასევე, ხელს უწყობს ხელშეკრულების გაგებასა და ინტერპრეტაციას. პარიზის შეთანხმების პრეამბულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რამდენიმე თემა/საკითხი პირველად მოხვდა კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმის შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებაში: კონცეფცია „კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამართლიანობა“ , ე.წ. კლიმატსამართლიანობა; სამუშაო ძალის „სამართლიანი ტრანზიცია“; მოწოდება მხარეებისთვის, რომ კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებისას პატივი სცენ და ხელი შეუწყონ; ადამიანის უფლებებს, რომლებიც მხარეებს აღებული აქვთ სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში; უფლებას ჯანმრთელობაზე, მკვიდრი მოსახლეობის ჯგუფების, ადგილობრივი მოსახლეობის, მიგრანტების, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს, განვითარების უფლებას და ქალთა უფლებებს; გენდერულ თანასწორობას, ქალთა გაძლიერებას და თაობათა შორის თანასწორობას. სხვადასხვა სუბიექტების ყველა დონეზე ჩართულობის მნიშვნელობა (არასახელმწიფო სუბიექტების მნიშვნელობა). პრინციპები პარიზის შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია პრინციპები, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდება შეთანხმების განხორციელება, ესენია: სამართლიანობა (Equity) საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპი, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით. (Common but Differentiated Responsibilities and Respective Capabilities In The Light of National Circumstances). ასევე, მითითება არის კონვენციის პრინციპებზე (კონვენცია მუხლი 3). აღსანიშნავია, რომ პარიზის შეთანხმება სრულად არ იზიარებს კონვენციისეულ პრინციპს „საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი შესაძლებლობების პრინციპი“, არამედ პრინციპს დაუმატა „განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით.“ ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს განსხვავებულ ეროვნულ გარემოებებს და ერგება დროთა განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის გარემოებების ცვლილებას. დიფერენცირება (Differentiation) პარიზის შეთანხმება არის შესასრულებლად სავალდებულო ყველასთვის, თუმცა გამოირჩევა განვითარებადი სახელმწიფოებისათვის უპირატესობის მინიჭებითა და ხელშემწყობი გარემოს შექმნით, ხოლო განვითარუბული სახლემწიფოებისათვის დამატებითი ვალდებულების განსაზღვრით. შეთანხმებაში არ არის განმარტებული თუ რას ნიშნავს „განვითარებული ქვეყანა“, ან „განვითარებადი ქვეყანა“, ქვეყენებს აქვთ თავისუფლება თავად მოახდინონ თვით-დიფერენცირება. ასევე, ახდენს თემების მიხედვით დიფერენცირებას და არა ერთ ზოგად კატეგორიზაციას, როგორც ამას კონვენცია და კიოტოს პროტოკოლი აკეთებს. შესაბამისად, პარიზის შეთანხმების დიფერენცირება გამოირჩევა „ნიუანსირებული“ დიფერენცირებით და „თვით-დიფერენცირებით“. ვალდებულებები შეთანხმების ყველა მუხლი ვალდებულებას არ წარმოქმნის. მსგავსად სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა, პარიზის შეთანხმებაც შედგება, როგორც „მკაცრი სამართლის“(hard law), ასევე “რბილი სამართლის” (soft law) ნორმებისგან.. „მკაცრი სამართალი“ არის საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც ადგენს შესასრულებელ სავალდებულოდ ვალდებულებებს, ხოლო „რბილი სამართალი“ არის საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც არ ადგენს შესასრულებელ სავალდებულოდ ნორმებს, ამგვარი ნორმები ან სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ, ან მხარეების მხრიდან შესრულების მოლოდინს წარმოქმნიან. პარიზის შეთანხმება წარმოშობს მხოლოდ პროცედურულ ვალდებულებებს (მოქცევის ვალდებულება- obligation of conduct) და არა შედეგის ვალდებულებას (obligation of results). დეტალები, რომელიც ვალდებულების გარკვევაში გვეხმარება: ენა (რომელი დამხმარე ზმნა არის გამოყენებული. მაგ. “shall”, ანუ „უნდა“, წარმოქმნის ვალდებულებას, ხოლო „should“ რეკომენდაციას გამოხატავს. ასევე, „may“ და „will“ სისტემისგან მოლოდინს და ა.შ.). სუბიექტი (როგორ არის ადრესატი ფორმულირებული. მაგ. ყოველი სახელმწიფო - ინდივიდუალური ვალდებულებები, ყველა სახელმწიფო - კოლექტიური ვალდებულებები, უსუბიექტო - მიმართულია რეჟიმისკენ). სიზუსტე (ნორმის სიზუსტე) ადგილი (პრეამბულაშია, თუ ძირითად ტექსტში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ პრეამბულაშია ის ვალდებულებას არ წარმოქმნის). იხილეთ, პარიზის შეთანხმების დეტალური შეფასება მიმაგრებულ ფაილად. [მალე დაემატება] რელევანტური დოკუმენტების ბმულები: 1. პარიზის შეთანხმების ტექსტი ქართულად 2. პარიზის შეთანხმების ტექსტი ინგლისურად 3. COP-ის გადაწვეტილება 1/CP.21 „პარიზის შეთანხმების მიღების შესახებ“ ინგლისურად 4. CMA-ის გადაწყვეტილებები კატოვიცეს კლიმატის პაკეტი („პარიზის წესები წიგნი) ინგლისურად არასამთავრობო სექტორი მოქმედების სადარაჯოზე: 1. Climate Action Tracker - კლიმატის მოქმედების შემმოწმებელი 2. Paris Agreement Tracker - პარიზის შეთანხმების შემმოწმებელი მითითებული წყაროები: [1] “COP21: UN chief hails new climate change agreement as ‘monumental triumph’”, UN News, დეკემბერი 12, 2015, https://news.un.org/en/story/2015/12/517982-cop21-un-chief-hails-new-climate-change-agreement-monumental-triumph [2] Fiona Harvey, “World Bank president celebrates 'game changer' Paris talks”, The Guardian, დეკემბერი 13, 2015, https://www.theguardian.com/business/2015/dec/13/world-bank-president-celebrates-game-changer-paris-talks [3] John Vidal, Adam Vaughan, Suzanne Goldenberg, Lenore Taylor, Daniel Boffey, “World leaders hail Paris climate deal as ‘major leap for mankind”, The Guardian, დეკემბერი 13, 2015. https://www.theguardian.com/environment/2015/dec/13/world-leaders-hail-paris-climate-deal [4] Al Gore, Don Henry. “Paris agreement is a strong signal that 'we will solve climate crisis', Al Gore says , The Guardian, აპრილი 29, 2016, https://www.theguardian.com/environment/2016/apr/30/paris-agreement-is-a-strong-signal-that-we-will-solve-climate-crisis-al-gore-says [5] Robert Falkner. "The Paris Agreement and the New Logic of International Climate Politics." International Affairs 92, no. 5 (2016). https://doi.org/10.1111/1468-2346.12708. გვ. 1114 [6] Ralph Bodle; Lena Donat; Matthias Duwe, "The Paris Agreement: Analysis, Assessment and Outlook," Carbon & Climate Law Review (CCLR) 2016, no. 1 (2016), გვ. 5 [7] Doelle, “The Paris Agreement: Historic Breakthrough or High Stakes Experiment” p. 17 [8] Lavanya Rajamani,, Daniel Bodansky. "The Paris Rulebook: Balancing International Prescriptiveness With National Discretion." International and Comparative Law Quarterly 68, no. 04 (2019), https://doi.org/10.1017/s0020589319000320 გვ. 1025 [9] კონვენციის სულ ცოტა 55 მხარე, რომელთა სათბურის აირების ემისიების ერთობლივი წილი სათბურის აირების სრული გლობალური ემისიების სულ ცოტა 55%-ს შეადგენს, მოახდენს რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ან შეერთების ინსტრუმენტის დეპონირებას.

  • კლიმატის აქტივიზმი COP26-ის პარალელურად

    გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC-ის) მოლაპარაკებებში სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა. ჯერ კიდევ 1995 წელს, მხარეთა პირველ კონფერენციას (COP1) არასამთავრობო დამკვირვებლის სტატუსით 979 ადამიანი ესწრებოდა.[1] მას შემდეგ კლიმატის მოძრაობა და აქტივიზმი მსოფლიოს გარშემო მკვეთრად გაიზარდა. გაიზარდა კონფერენციაზე მონაწილეთა რიცხვი და დასწრების აკრედიტაციაც უფრო და უფრო მეტ ორგანიზაციას მიეცა (იხ. დიაგრამა 1 - ფიგურა 1. არასამთავრობო დამკვირვებლების რიცხვის ზრდა COP-ებზე წლების მანძილზე. წყარო: UNFCCC, Statistics on non-Party stakeholders).[2] დიაგრამა 1 - NGOs - Non-governmental organizations, არასამთავრობო ორგანიზაცია; IGOs - Intergovernmental organizations, მთავრობათაშორისი ორგანიზაცია უკვე 2015 წლის COP21-ზე, რომელიც პარიზის შეთანხმების მიღებით დასრულდა, კონფერენციაზე დასწრების იმდენი მსურველი აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებს საკმარისი სივრცის მოწყობა და ათასობით ადამიანის დაბინავება გაუჭირდათ.[3] კონფერენციაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით მათ სახელმწიფოს წარმომედგენლებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის საშუალება ეძლევათ, როგორც ფორმალურ, ასევე, არაფორმალურ გარემოში. ამას დამატებული, ეძლევათ საკუთარი ხედვების, წუხილისა და კრიტიკის გაჟღერების შესაძლებლობა. შესაბამისად, იმისათვის, რომ სახელმწიფო ლიდერებმა ამბიციური და ადეკვატური კლიმატის პოლიტიკა მიიღონ, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ საპროტესტო ჯგუფებისა და აქტივისტების ჩართულობა. გლაზგოში დაგეგმილ COP26-ზე მთავრობის წარმომადგენლები, ორგანიზაციები და აქტივისტები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან თავიდანვე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ახლა, როდესაც კონფერენცია დასრულდა, კონფერენციის მიმდინარეობისა და შედეგების ანალიზის დრო დადგა. იყო თუ არა COP26 სამართლიანად წარმართული? როგორ შეიძლება შეფასდეს მიღებული გადაწყვეტილებები? რაზე საუბრობენ აქტივისტები? ამ ბლოგპოსტში COP26-ის პარალელურად მიმდინარე აქტივიზმსა და კრიტიკას განვიხილავთ. რეპრეზენტაცია 2021 წელს გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით კონფერენციის დაწყებამდე უკვე იყო მოლოდინი, რომ დამკვირვებლების დასწრება მარტივი არ იქნებოდა. კოვიდპადემიის პირობებში მსოფლიოში გართულებულია ქვეყნებს შორის მიმოსვლა, რაც გლაზგოში მოხვედრის შესაძლებლობებს ართულებდა. მიუხედავად ამისა, COP26-ის ორგანიზატორები გვპირდებოდნენ, რომ კონფერენცია იქნებოდა „ყველაზე ინკლუზიური COP-ი“.[4] თუმცა, სხვადასხვა მხარეთა რეპრეზენტაცია კონფერენციაზე მაინც პრობლემური აღმოჩნდა. განსაკუთრებული კრიტიკა შეეხო გლობალური სამხრეთიდან მონაწილეთა ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ საკითხებს. მაგალითად, დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ გლობალური სამხრეთის წარმომადგენელთა ჩვეულებრივი რაოდენობის მხოლოდ ერთმა მესამედმა შეძლო COP26-ზე დასწრება Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობის გამო.[5] განსაკუთრებით კრიტიკა ეხებოდა უმცირესობების და „მკვიდრი მოსახლეობის“ (ინგ. „Indigenous People“) წარმომადგენლობის საკითხს. მაშინ, როდესაც მსოფლიოს გარშემო „მკვირდი მოსახლეობის“ წარმომადგენლები პასუხისმგებელნი არიან მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 80%-ის დაცვაზე, კრიტიკოსთა აზრით, მათი უფლებები გაეროს კლიმატის კონფერენციებზე ყოველთვის უგულებელყოფილია, რეპრეზენტაცია კი - შეზღუდული.[6] ეს კი მაშინ, როდესაც წიაღისეული საწვავის ინდუსტრია სამიტზე ყველაზე დიდი დელეგაციით იყო წარდგენილი. BBC-ს ცნობით, გლაზგოს კლიმატის სამიტზე აკრედიტირებული იყო წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის ინტერესებთან დაკავშირებული 503 პირი, რაც ნებისმიერი ინდივიდუალური ქვეყნის დელეგაციაზე მეტია.[7] მაგალითისთვის, ბრაზილიის დელეგაცია, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, კონფერენციაზე, 479 დელეგატით იყო წარდგენილი. ასევე, პრობლემურად შეიძლება ჩაითვალოს ეთნიკური მრავალფეროვნების ნაკლებობა. მაგალითად, 2017 წლის მონაცემებით გაეროს მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციების უმეტესობა (66.8%), რომელსაც კონფერენციზე დასწრების უფლება გააჩნდა, დასავლეთ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან იყო (იხ. დიაგრამა 2. დამკვირვებელი ორგანიზაციების გეოგრაფიული გადანაწიელება (2017 წლის დეკემბრის მონაცემებით). წყარო: UNFCCC, Statistics on non-Party stakeholders).[8] დიაგრამა 2 - African States - აფრიკული ქვეყნები, Asian States - აზიური ქვეყნები, Eastern European States - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, Latin America and the Caribbean - ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, Western Europe and Others - დასავლეთ ევროპა და სხვები. COP26-ის მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტი მაგალი ჩო ლინ ვინგი ყვებოდა, რომ სამიტზე მისვლისას იმდენი თეთრკანიანი შუახნის მამაკაცები შეხვდა, რომ კლიმატის კონფერენცია რომელიღაც კორპორატიული ღონისძიება ეგონა.[9] შვედმა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა კი, COP26-ს „გლობალური ჩრდილოეთის ‘გრინვოშის’ ფესტივალი“ უწოდა.[10] „გრინვოშინგი“ (ინგ. greenwashing) ეწოდება პრაქტიკას, როდესაც ცრუ ან მცდარი ინფორმაციის გავრცელებით კომპანია ან ორგანიზაცია ცდილობს გარემოსდაცვითი იმიჯი შეიქმნას. რას შეეხება დელეგატების გენდერულ ბალანსს, ის წლიდან წლამდე განსხვავდება. UNFCCC-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით 2018 წლის შემდეგ გარკვეული უკუსვლა შეიმჩნევა. მაგალითად, 2020 წელს მხოლოდ ორ შიდა მექანიზმს/ორგანოს (constituted bodies) ჰქონდა გენდერულად შედარებით დაბალანსებული რეპრეზენტაცია, რაც 2018 წელთან შედარებით ერთით ნაკლებია. 2020 წელს, საშუალოდ, შიდა ორგანოების ქალი წევრები პოზიციების მხოლოდ 33%-ს იკავებდნენ.[11] კრიტიკის საფუძველს იძლეობა გლაზგოს კონფერენციის ინკლუზიურობა და ადაპტირებულობა ეტლით მოსარგებლე დელეგატებისთვის. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი, კარინ ელჰარარი ვერ დაესწრო კლიმატის სამიტს სწორედ არაადაპრიტებული ინფრასტურქტურის გამო.[12] შემდგომ, გაერთიანებული სამეფოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, ოფიციალურად მოუხადა ბოდიში კარინ ელჰარარს და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვედრაზე მოიწვია. მარცხნივ კარინ ელჰარარი, ფოტო: REUTERS ამბიციური დაპირებები კონკრეტული გეგმების გარეშე მიუხედავად მთელი რიგი დაპირებისა და განცხადებებისა, რომლებიც COP26-ის განმავლობაში გაჟღერდა, კრიტიკოსების აზრით მთავრობები დიდწილად ვერ სახავენ მნიშვნელოვან, ამბიციურ და კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც კლიმატის კრიზისის დასაძევადაა საჭირო. მეცნიერები და მკველვრები ნეგატიურად აფასებენ სამიტის მიმდინარეობას და გვაფრთხილებენ, რომ საჭიროა მეტად სანდო ქმედებები და დაპირებები.[13] გაურკვეველია და ეჭვის საფუძველს ბადებს ნულოვანი ემისიების დაპირებები, კონკრეტული სამოქმედო გეგმების გარეშე. პოლიტიკის იმპლემენტაცია ადგილობრივ დონეზე „ლოკოკინას ტემპით“ მიმდინარეობს, რაც იმას მოასწავებს, რომ საუკუნის ბოლოს 2,7°C-მდე დათბობას უნდა ველოდეთ.[14] რაც შეეხება 2030 წლისთვის განსაზღვრულ დაპირებებს, ისინი კვლავ არაადეკვატურად და არაამბიციურად ფასდება. კრიტიკა გაისმა ქვანახშირის მოხმარების ეტაპობრივი შეჩერების გეგმებთან დაკავშირებით. COP26-ის პირველ კვირას 46-მა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყონ (1) სუფთა შენებას, (2) ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივ შეჩერებას, (3) ახალი ქვანახშირის მაღაროების მშენებლობის შეჩერებასა და (4) ქვანახშირის გამოყენების შეჩერებას სამართლიანი ტრანზიციის უზრუნველყოფით.[15] მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ქვანახშირის ყველაზე დიდი მომხმარებელი ქვეყნები არ არიან ამ დაპირების ნაწილი, რაც მსოფლიო დონეზე ამ შეთანხმებით დიდი ცვილებების მოლოდინს არ იძლევა. რაც შეეხება ტყეების გაჩეხის (გაუტყეურება) წინააღმდეგ მიმართულ შეთანხმებას, რომელიც COP26-ის ფარგლებში გაფორმდა და 2030 წლამდე მსოფლიოში ტყეების გაჩეხვის შეჩერებას გულისხმობს, დიდი იმედის საფუძველს არც ის იძლევა. მსგავსი დაპირებები წარსულშიც არაერთხელ გაჟღერებულა. მაგალითად, 2014 წელს მიღებული ნიუ იორკის დეკლერაცია 2020 წლისთვის ტყის ჩეხის შეჩერებას და 2030 წლისთვის ტყეების მასის გაფართოების პირობას დებდა.[16] ხოლო, 2015 წელს მიღებული გაეროს მდგრადი განვითარების გეგმებიც მოიცავს ტყეების გაჩეხვის შეჩერების კომპონენტს.[17] პროტესტი "ბლა, ბლა, ბლა" გლობალური სამიტისას, ფოტო: Denise Chow / NBC News ახალგარზდა აქტივისტების პროტესტი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბევრი დამკვირვებელისთვის ყველაზე დიდი იმედის მომცემი ახალგაზრდა აქტივისტების აქტიურობაა. COP26-ის მიმდინარეობის პარალელურად, აქტივისტები და სხვადასხვა თემის წარმომადგენლები ცდილობდნენ მსოფლიო ლიდერებისა და საზოგადოების ყურადღება იმ საკითხებისკენ მიეპყროთ, რომელიც, მათი აზრით, მეტწილად იგნორირებული რჩებოდა კონფერენციაზე. ნოემბრის პირველი ორი კვირის მანძილზე მსოფლიოს გარშემო არაერთი ქალაქი პროტესტის ტალღამ მოიცვა. ათიათასობით ახალგაზრდა გამოვიდა ქუჩაში გლაზგოშიც, სადაც 5 ნოემბერს მოსწავლეების საყოველთაო გაფიცვა და მსვლელობა ჩატარდა. საპროტესტო მსვლელობაზე ხშირად ისმოდა შეძახილები: „სისტემის ცვლილება და არა კლიმატის ცვლილება!“ „Fridays for Future“ („პარასკევები მომავლისათვის“) ახალგაზრდული აქტივისტური ინიციატივაა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გამუდმებით ცდილობს მსოფლიოს ყურადღება კლიმატის კრიზისისკენ მიაპყროს. ახალგაზრდები საკუთარ ქალაქებში ყოველკვირეულად, პარასკევ დღეს, იკრიბებიან და საპროტესტო მსველობებს მართავენ. ამ მოკლე პერიოდში ახალგაზრდებმა საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვეს. „Fridays for Future“ არაერთი მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი და გავლენიანი მოძრაობა.[18] მოძრაობის დამაარსებელ ახალგაზრდა შვედ აქტივისტ გრეტა ტუნბერგს არაერთხელ მიუმართავს მსოფლიო ლიდერებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციების ფარგლებში, როგორიცაა მსოლფიო ეკონომიკის ფორუმი და გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია. ახალგაზრდები განსაკუთრებით კრიტიკულები იყვნენ გლაზგოში მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ. COP26-ის მიმდინარეობისას გრეტა ტუნბერგმა განაცხადა, რომ სამიტი იყო „ორკვირიანი ზეიმი ბიზნესის ტრადიციული მეთოდით გაგრძელებისა და ბლა ბლა ბლა“.[19] უგანდელმა აქტივისტმა ვანესა ნაკატემ კი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ ბოლოს და ბოლოს „გვაჩვენონ ფული“, შეასრულონ თავიანთი დაპირებები და უზრუნველყონ მოწყვლადი ქვეყნებისა და თემებისთვის ადეკვატური ფინანსირება.[20] საბოლოოდ, COP26-ი დასრულდა. მომავალ კვირებში ველოდებით კიდევ უფრო მეტ შეფასებებსა და კომენტარებს, როგორც მთავრობის წარმომადგენლებისგან, ასევე მეცნიერებისგან და აქტივისტებისგან. დამკვირვებლების ნაწილი უკვე ხაზს უსვამ იმას, რომ მართალია ნელი, მაგრამ პროგრესი მაინც დავინახეთ, რაც წინა წლებში ჯერ კიდევ შეუძლებლად იყო მიჩნეული.[21] მიუხედავად ამისა, ისიც აშკარაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ მიზნისგან, რომელიც საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდის 1,5°C-მდე შეჩერებისთვისაა საჭირო. აქედან გამომდინარე კი, ბევრი ახალგაზრდა აქტივისტისთვის მთავრობისა და კომპანიების დაპირებები ნაკლებად შთამბეჭდავად გამოიყურება. რაც შეეხება პროტესტს, ის კვლავ გაგრძელდება, რადგან ბევრი აქტივისტისთვის სასურველი პოლიტიკური შეთანხმება ჯერ კიდევ არაა მიღწეული. როგორც გრეტა ტუნბერგმა განაცხადა: „COP26 დასრულდა. ესაა მოკლე შენაარსი: ბლა, ბლა, ბლა. თუმცა, რეალური მუშაობა ამ კედლებს გარეთ მიმდინარეობს. და ჩვენ არასოდეს გავჩერდებით, არასოდეს. თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ემისიების მყისიერ, მკვეთრ, უპრეცედენტო, წლიურ შემცირებას გაფრქვევის წყაროზევე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმარცხდებით კლიმატის კრიზისთან. ‘პატარა ნაბიჯები სწორი მიმართულებით’, ‘გარკვეული პროგრესის მიღწევა’ ან ‘ნელა გამარჯვება’ წაგების ტოლია.“ ფოტოები სხვადასხვა პროტესტიდან ფოტოები აღებულია The Guardian - "Cop26: Fridays for Future protest in Glasgow – in pictures" (ლინკი), სადაც მითითებულია თითოეული ფოტოს წყარო და საავტორო უფლება. ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. პროექტის მიმდინარეობისას გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს “ჰაინრიხ ბიოლის ფონდს" ან/და “ქლაიმათ ბეიზიქსის” მოსაზრებებს. გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელნი არიან თავად ავტორები. გამოყენებული მასალა [1] UNFCCC, “Directory of Participants,” Intergovernmental Negotiating Committee for a Framework Convention on Climate Change, FCCC/1995/Inf.5/Rev.2, 1995, https://unfccc.int/cop4/resource/docs/cop1/inf05r02.htm [2] UNFCCC, “Statistics on Non-Party Stakeholders,” accessed November 14, 2021, https://unfccc.int/process-and-meetings/parties-non-party-stakeholders/non-party-stakeholders/statistics-on-non-party-stakeholders#eq-1. [3] Shannon K. Orr, “Institutional Control and Climate Change Activism at COP 21 in Paris,” Global Environmental Politics 16, no. 3 (August 2016): 23–30, https://doi.org/10.1162/GLEP_a_00363. [4] Sam Meredith, “COP26 Sharply Criticized as the ‘most Exclusionary’ Climate Summit Ever,” CNBC, November 5, 2021, https://www.cnbc.com/2021/11/05/cop26-sharply-criticized-as-the-most-exclusionary-climate-summit-ever.html. [5] Meredith. [6] Kate Nakamura, “COP26: 5 Indigenous Activists & Movements You Should Know About,” Global Citizen, November 9, 2021, https://www.globalcitizen.org/en/content/cop26-indigenous-activists-organizations-movements/. [7] Matt McGrath, “COP26: Fossil Fuel Industry Has Largest Delegation at Climate Summit,” BBC News, November 8, 2021, sec. Science & Environment, https://www.bbc.com/news/science-environment-59199484. [8] UNFCCC, “Statistics on Non-Party Stakeholders.” [9] Joe McCarthy, “Squid Games, Poetry, and Drinking Oil: 9 Powerful Moments of Activism at COP26,” Global Citizen, November 9, 2021, https://www.globalcitizen.org/en/content/powerful-activism-moments-at-cop26/. [10] BBC, “COP26 ‘a Global North Greenwash Festival,’” BBC News, November 5, 2021, https://www.bbc.com/news/av/uk-scotland-59179317. [11] UNFCCC, “Gender Composition. Report by the Secretariat.” (Intergovernmental Negotiating Committee for a Framework Convention on Climate Change, October 7, 2020). [12] BBC, “COP26: Wheelchair-Using Minister Unable to Attend Summit,” BBC News, November 2, 2021, sec. World, https://www.bbc.com/news/world-59128618. [13] Climate Action Tracker, “Warming Projections Global Update,” November 2021, https://climateactiontracker.org/documents/997/CAT_2021-11-09_Briefing_Global-Update_Glasgow2030CredibilityGap.pdf. [14] Climate Action Tracker. [15] Lisa Tostado, “COP26 Diary #4: A Global North Greenwash Festival? - Thoughts on Communication around COP26 from a First-Time Attendee | Heinrich Böll Stiftung | Brussels Office - European Union,” Heinrich-Böll-Stiftung, November 11, 2021, https://eu.boell.org/en/2021/11/11/cop26-diary-4. [16] UNFCCC, “New York Declaration on Forests - Halving the Loss of Natural Forest by 2020, Striving to End It by 2030,” October 19, 2015, https://unfccc.int/news/new-york-declaration-on-forests. [17] United Nations, “Forests | Department of Economic and Social Affairs,” accessed November 14, 2021, https://sdgs.un.org/topics/forests. [18] Matthias Kowasch et al., “Climate Youth Activism Initiatives: Motivations and Aims, and the Potential to Integrate Climate Activism into ESD and Transformative Learning,” Sustainability 13, no. 21 (October 20, 2021): 11581, https://doi.org/10.3390/su132111581. [19] Meredith, “COP26 Sharply Criticized as the ‘most Exclusionary’ Climate Summit Ever.” [20] McCarthy, “Squid Games, Poetry, and Drinking Oil.” [21] Tostado, “COP26 Diary #4.”

  • საბოლოოდ რა მოხდა გლაზგოში, ან რომელი მხარის შეფასებებს შეიძლება ვენდოთ?

    კოპზე* ყოველდღიურად ათასობით ინფორმაცია იწერება და ვრცელდება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას და როგორ შეიძლება შედარებით ობიექტური წარმოდგენა შევიქმნათ ამა თუ იმ წლის მოლაპარაკებების ირგვლივ. როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებები რადიკალურია, ვინაიდან მათი მოთხოვნები ამბიციურია და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა შეფასებისას მწვავე კრიტიკას იწვევს. მეორეს მხრივ, ოფიციალური შეფასებები საკმაოდ რბილია, ისინი ვერ ასახავენ რეალობას, რაც ჩვენ ირგვლივ არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაციებსაც თავიანთი დღის წესრიგი აქვთ და ამ პრიზმით უყურებენ-ხოლმე მოლაპარაკებების პროცესს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიღება და მათი გაფილტვრა, რომ გავიგოთ, ბოლოსდაბოლოს რა მოხდა გლაზგოში? გლაზგო ფაქტიურად ორი კოპის გაერთიანება იყო კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე. ტარდებოდა გაერთიანებულ სამეფოში, რომელმაც ევროკავშირისგან დამოუკიდებლობის პირობებში პირველად უმასპინძლა ამ მასშტაბის შეხვედრას. შესაბამისად, ბევრი რამ იდო სასწორზე. ბრიტანელი მოსახლეობა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა, საკმაოდ გათვითცნობიერებულია კლიმატის საკითხებში. აქ ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელსაც ფართო მასების მობილიზება შეუძლია ლონდონის ქუჩებში. შესაბამისად, საზოგადოებრივი „წნეხი“ ამ კოპის მიმართ, დაახლოებით, იმ მასშტაბის რაც კოპენჰაგენში იყო, ნამდვილად შეიმჩნეოდა. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი და თანმხლები პროცესია, არასამთავრობო ორგანზიაციები ასე ცდილობენ „ხმა მიაწვდინონ“ მოლაპარაკებების ოთახში მსხდომ დელეგატებს, რომლებსაც თავის მხრივ, ამ ყველაფრის მოსასმენად ნაკლები დრო და რესურსი გააჩნიათ. თუმცა, კოპის პრეზიდენტისთვის და მასპინძელი ქვეყნისთვის ეს საგულისხმო მესიჯებია და ძნელად წარმოსადგენია, მათზე არ მოქმედებდეს საზოგადოების ამ დონის ჩართულობა. ყოველდღიურად სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქცია ან პერფორმანსი იმართებოდა გლაზგში მოკლედ რომ ვთქვათ, ბრიტანელებს დიდი ამბიცია ჰქონდათ ამ კოპის მიმართ, თან ეს მათთვის კარგი რეაბილიტაცია იქნებოდა მსოფლიო ასპარეზზე, თუნდაც, მმართველობის ამგვარ პირობებში. თუმცა, საინტერესოა იმის თვალყურისდევნებაც, თუ როგორ იწერება და იხვეწება მოლაპარაკებების ტექსტი, რომელიც შეგვიძლია ყბადაღებული პარიზის შეთანხმების „მუხლი 6“ მაგალითზე ვნახოთ. ამ მუხლს ბევრი პუნქტი აქვს, რომელიც წესებში დეტალურად ცალცალკე გაიწერა და უამრავი საათი წაართვა დელეგატებს მოლაპარაკებების პროცესში. აქ უბრალოდ შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი მაგალითი როგორ გამოიყურება ერთიდაიგივე მუხლი 1 კვირის შუალედში: A host Party shall, consistent with decision X/CMA.3 (Guidance on cooperative approaches referred to in Article 6, paragraph 2, of the Paris Agreement): (a) Apply a corresponding adjustment, for all A6.4ERs first transferred where they are from the sectors and GHG [, and the policies and measures] [activities] covered by its NDC; (b) [Apply a corresponding adjustment for all A6.4ERs first transferred where they are from the sectors and GHG [, or the policies and measures] not covered by its NDCs [from [2025][2030] [and may do so prior to that date]] [unless the A6.4ERs are not authorized by the host Party to be used towards achievement of any NDC]].(CMA, 2021e) ამ მუხლში თქვენ ნახავთ ბევრ „ფრჩხილებს“, ეს ფრჩხილები არის ზუსტად ის, რაზეც მოლაპარაკების მხარეები მუშაობენ, რადგან საბოლოო ტექსტი ფრჩხილების გარეშე უნდა იყოს და მისი წაკითხვის შედეგად მხარე ქვეყანა უნდა ხვდებოდეს, რა ვალდებულებაზე არის საუბარი. ეს ტექსტი 6 ნოემბრით თარიღდება, ვნახოთ თუ გასწორდა „ფრჩხილები" და თუ მიაღწიეს მხარეებმა რაიმე შეთანხმებას შემდგომ ვერსიაში: Option A 79. Where a host Party has authorized A6.4ERs for use towards the achievement of NDCs pursuant to chapter V.C above, it shall apply a corresponding adjustment for the first transfer of all authorized A6.4ERs, consistent with decision X/CMA.3 (Guidance for cooperative approaches referred to in Article 6, paragraph 2 of the Paris Agreement). Option B A host Party shall, consistent with decision X/CMA.3 (Guidance on cooperative approaches referred to in Article 6, paragraph 2, of the Paris Agreement): (a) Apply a corresponding adjustment, for all A6.4ERs first transferred where they are from the sectors and GHG covered by its NDC unless the A6.4.ERs are not authorized to by the host Party to be used towards achievement of any NDC; (b) Apply a corresponding adjustment for all A6.4ERs first transferred where they are from the sectors and GHG not covered by its NDCs from [2031], unless the A6.4ERs are not authorized by the host Party to be used towards achievement of any NDC.(CMA, 2021f) იქედან გამომდინარე, რომ ზოგიერთი საკითხი საკმაოდ მწვავე დაპირისპირებას იწვევს სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გამო, 1 კვირის თავზეც კი, მოლაპარაკების ტექსტი შეიძლება ვერ გასწორდეს და აქ ხედავთ უკვე, რომ ორ სხვადასხვა ვერსიაზე არიან მხარეები ჩამოყალიბებული, შესაბამისად, ტექსტი კიდევ თავიდან უნდა შეთანხმდეს და ახალი ვერსიით გამოიცეს, ამასთან არსებობს იმის ალბათობა, რომ ტექსტის საბოლოო ვარიანტი მაინც ვერ შეთანხმდეს და მოლაპარაკებების შემდგომ პერიოდს გადაელოცოს, რაც წელავს ამ პროცესს. მოლაპარაკებებზე ხშირია, ასევე, ჩიხში შესვლა, როდესაც ჩნდება იმის ალბათობა რომ საკითხები ვერ შეთანხმდება და კიდევ გადაიდება. ამ დროს პრეზიდენტი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან კონსულტაციით გარკვეულ ტექსტს სთავაზობს მხარეებს, რომ მერე უკვე ამ შუალედური ტექსტიდან გააგრძელონ მუშაობა. ეს, რა თქმა უნდა, არ იძლევა დამშვიდების საფუძველს და არანაირ გარანტიას მხარეთა შეთანხმების, თუმცა, ხშირად დახმარებია მოლაპარაკების მხარეებს ჩიხიდან გამოსასვლელად. გლაზგოს კლიმატის პაქტი შერბილება გლაზგოს სამუშაო პროგრამა იმეორებს პარიზის შეთანხმების ტემპერატურის მიზანს, რომ ტემპერატურის ზრდა არ უნდა გასცდეს 2 გრადუსიან ნიშნულს. ითვალისწინებს რა, იმის აუცილებლობას, რომ ტემპერატურის ზრდა შენარჩუნდეს 1.5 გრადუსამდე. აქ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდობის წყრომა გამოიწვია სწორად იმ ფაქტმა, რომ არ მოხდა უფრო მეტად 1.5 გრადუსიანი ნიშნულის წამოწევა და თუნდაც 2 გრადუსიანი ნიშნულის ამოღება გადაწყვეტილების დოკუმენტიდან (CMA, 2021b). ახალი არის ასევე ის, რომ დაიწყოს ყოველწლიური მაღალი დონის მინისტერიალის მრგვალი მაგიდის ჩატარება, რათა 2030-მდე ამბიცია გაიზარდოს. მხარეებს რომლებსაც არ წარმოუდგენიათ გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების მიზნები, მოუწოდეს წარადგინონ ის რაც შეიძლება მალე, სადაც საუბარი იქნება ნულოვან ემისიებზე 2050 წლისთვის (მდე). გრძელვადიანი დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია შემდგომ უნდა გაერთიანდეს და სამდივნომ 2022 წლის კოპამდე სტრატეგიების შესახებ ანგარიში უნდა გამოსცეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი რაც ამ გადაწყვეტილების ნაწილია, არის ის, რომ გადაწყვეტილებით „მოეწოდა“ მხარეებს გააძლიერონ მუშაობა სუფთა ენერგიის გენერაციისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, ასევე, ქვანახშირის სადგურების ჩანაცვლებით. დასკვნით პლენარულ სხდომაზე, სადაც შეთანხმებული ტექტების გადაწყვეტილებების სახით მიღება ხდება, ჩინეთმა და ინდოეთმა "ბოლო წუთს" ტექსტის შეცვლის წინადადება წამოაყენეს. ტექსტში, ნაცვლად ქვანახშირის ეტაპობრივი შეწყვეტისა (ანუ "Phase out") ჩაწერილიყო ეტაპობრივი შემცირება (ანუ "Phase down"). მიუხედავად იმისა, რომ ამ "ბოლო წუთზე" წამოყენებულმა შემოთავაზებამ ბევრი მხარე ქვეყნის და ევროკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია, გლაზგოს პაქტის გადარჩენის მიზნით დათანხმდნენ. არასამთავრობოები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკასთან დაკავშირებული ჩანაწერები საკმაოდ რბილია და არ პასუხობს დღევანდელი ენერგოგენერაციის გამოწვევებს. აქვე არის მოწოდება, რომ მხარეებმა გააძლიერონ მუშაობა 2030 წლისთვის მეთანის ემისიების შესამცირებლადაც. ამის პარალელურად დანიამ და კოსტა რიკამ დაარსეს ალიანსი „გაზისა და ნავთობის მიღმა“, რათა წინა პლანზე წამოწიონ წიაღისეული საწვავის დაფინანსების წინააღმდეგ დაწყებული ინიციატივები და ხელი შეუწყონ ცნობიერების ამაღლებას ნახშირბად-ნეიტრალურობის გზაზე.(BOGA, 2021) რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო დაფინანსების თემაც. პარიზში განვითარებულმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება წლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებისთვის 2020 წლამდე. ეს პირობა არ შესრულებულა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მხარეებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეასრულონ 100 მილიარდი აშშ-ს დაპირება 2025 წლამდე და გამოასწორონ თავიანთი დაპირებების გამჭირვალეობასთან არსებული ეჭვები. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია სიტყვების გამოყენება, “urge” და არა „request“, რაც ასევე გახდა განვითარებადი ქვეყნების, არასამთავრობოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წყრომის საფუძველი. გლაზგომ მიიღო პარიზის შეთანხმების წესები, რაც გულისხმობს იმას, სამართლებრივად მარტივად მას შეიძლება ვუწოდოთ პარიზის შეთანხმების საპროცესო კოდექსი, რომლის გარეშეც პარიზის შეთანხმება დაკარგავდა თავის ფუნქციას. რაც ყველაზე საგულისხმოა, გაერთიანებული ერები, რომელიც საკმაოდ ნელა უღებს-ხოლმე ალღოს ახალ ტექნოლოგიებს, დათანხმდა, მხარეთა მიერ ინფორმაციის მიწოდების ელექტრონული ფორმატის შემოღებას. ეს გარდატეხა, სავარაუდოდ, კოვიდ პანდემიასაც შეიძლება მიეწეროს. ამრიგად, მხარეები ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებენ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში ნაკისრ ვალდებულებებს, დათქმულ დროს გააგზავნიან სამდივნოში ელექტრონული ცხრილების საშუალებით. ეს ელექტრონული ცხრილები საერთოა და სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, თუმცა, გათვალისწინებულია გარკვეული მოქნილობა, რომელიც განვითარებად ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს და ახსნას, რატომ არის მისთვის რთული ამა თუ იმ ინფორმაციის წარმოდგენა. სამდივნო ელოდება ამ ელექტრონული ვერსიის სატესტო გაშვებას 2023 წლის დეკემბრისთვის. (CMA, 2021d) ადაპტაცია განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით G77 (განვითარებადი ქვეყნების კოალიცია) ჯგუფი, ყოველთვის აქტიურად ლობირებდა ადაპტაციის თემას. მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ფინანსირების ანგარიშმა აჩვენა, რომ განვითარებული ქვეყნებიდან დაფინანსების დიდი ნაწილი შერბილების ღონისძიებებს მოხმარდა, შედეგად საადაპტაციო ღონისძიებების დაფინანსება ჩამორჩება შერბილების ღონისძიებებს, მაშინ როდესაც პარიზის შეთანხმება მათ თანაბარ დაფინანსებას ითვალისწინებს. სწორედ განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნების საპასუხოდ, შეიქმნა ორწლიანი გლაზგო-შარმ ელ შეიხის სამუშაო პროგრამა, რომელიც ადაპტაციის გლობალურ მიზანს შეიმუშავებს. განვითარებულ ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გააძლიერონ ადაპტაციის დაფინანსება და სულ მცირე გააორმაგონ ის 2025 წლამდე 2019 წლის ოდენობასთან შედარებით. (CMA, 2021a) მუხლი 6 მუხლი 6, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოლაპარაკებების აქილევსის ქუსლი გახდა თავისი რთული შინაარსის გამო. იგი ეხება ე.წ. ნახშირბადის ბაზარს. მუხლის შინაარსი გვთავაზობს „ნებაყოფლობითი თანამშრომლობის“ სამ დამოუკიდებელ მექანიზმს, რომელთაგან ორი საბაზრო პრინციპებზეა დაფუძნებული, ერთი არასაბაზრო პრინციპზე. მუხლის ირგვლივ მოლაპარაკებების შესაბამისად დაიყო ამ სამი მექანიზმის ირგლვივ, პარაგრაფი 6.2 პარაგრაფი 6.4. პარაგრაფი 6.8. პარაგრაფი 6.2 საფუძველი ჩაუყარა ე.წ. საერთაშორისო გადაცემად კლიმატის ცვლილების შერბილების შედეგებს, ანუ Internationally transferrable mitigation outcomes (ITMOS). იგი გულისხმობს იმას, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ერთ ქვეყანას, რომელმაც ზედმეტობით შეასრულა ემისიის შემცირების ვალდებულება, მიჰყიდოს დაზოგილი ემისიები იმ ქვეყანას, რომელმაც ვერ მიაღწია ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში გაცხადებულ მაჩვენებლებს. (CMA, 2021c) აქ ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ის, რომ მონაწილე გამყიდველმა მხარემ უზრუნველყოს თავის ინვენტარიზაციაში ამ შერბილების შედეგების გაქვითვა მყიდველი მხარის სასარგებლოდ. პარიზის მე-6 მუხლის წესების წიგნმა, რომელიც გლაზგოში იქნა მიღებული, უფრო დეტალურად ჩაშალა ამ ტიპის ტრანზაქციაში მონაწილე ქვეყნების ვალდებულებები. განისაზღვრა წესები და პირობები მრავალწლიანი ან ყოველწლიური ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტებისთვის. ამ მექანიზმის მთავარი პირობაა, არ მოხდეს ემისიების ზრდა მისი ყიდვა-გაყიდვის პროცესში, არამედ მოხდეს ჯამურად ემისიების შემცირება. მიუხედავად წესების გაწერისა, მომავალი წლის კოპისთვის მრავალი დავალება დაიგეგმა, მაგალითად, კოპის დამხმარე ორგანომ უნდა მოამზადოს ტექნიკური დოკუმენტი, სადაც ელექტრონული ცხრილების მეშვეობით იქნება ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი, ასევე დაიხვეწება ინდიკატორები და გათვალისწინებული იქნება ყველაზე ნაკლებ განვითარებული და მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოების განსაკუთრებული მდგომარეობა. ასევე განისაზღვრა პირველი ანგარიშის პერიოდიც და წესები და პირობები, რომელიც ამ მექანიზმში მონაწილე ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ. (CMA, 2021c) კოპის ფარგლებში დაარსდა ახალი ორგანო, სამეთვალყურეო ორგანო რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მუხლი 6.4-ით გათვალისწინებულ მექანიზმს. მუხლი 6.4 აარსებს „ნახშირბადის ბაზარს“, რომელიც სუფთა განვითარების მექანიზმის ალტერნატივა გახდება პარიზის რეჟიმის პირობებში. მას ხშირად მდგრადი განვითარების მექანიზმს უწოდებენ. ამ მექანიზმში გარდა ქვეყნებისა, შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვა საჯარო თუ კერძო პირები. მექანიზმი გასცემს ე.წ. A6.4ER-ებს, ანუ მუხლი 6.4 საფუძველზე მიღებულ ემისიების შემცირებას. ეს მექანიზმი შემდეგი ათწლეულის მნიშვნელოვან ინსრუმენტად შეიძლება იქცეს. (CMA, 2021g) მესამე მექანიზმი, რომელიც არასაბაზრო მიდგომებს ეხმიანება, შექმნილია იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო გაზარდოს შერბილების და ადაპტაციის ამბიცია მხარე ქვეყნებში და მოახდინოს სხვა არასახელმწიფო აქტორების გაძლიერებული ჩართვა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის განხორციელებაში. ეს მექანიზმი არ არის დაფუძნებული ემისიებით ვაჭრობაზე. კოპი მოუწოდებს მხარეებს წარმოადგინონ თავიანთი ხედვა ამ მექანიზმის ასამუშავებლად და დასახვეწად. მხარეებმა, ასევე, შექმნეს გლაზგოს სპეციალური კომიტეტი, რომელიც შეიმუშავებს მექანიზმის ამოქმედების პირობებს. (CMA, 2021g) დასკვნა ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ გლაზგო იყო უფრო უკეთესი კოპი ვიდრე მისი წინამორბედი. გლაზგოზე მოხდა პარიზის „საპროცესო კოდექსის“ საბოლოოდ დასრულებასა და დამტკიცება, რასაც 6 წელი დასჭირდა. ეს იძლევა იმედს, რომ მომდევნო პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება. გლაზგომ ვერ დაიჭირა მტკიცე პოზიცია ტემპერატურის 1.5 გრადუსამდე შენარჩუნების ხაზგასმის აუცილებლობაზე და ვერც ნავთობთან და გაზთან მიმართებით. გლაზგოზე ისევდაისევ ვერ მოხერხდა ზარალისა და ზიანის მექანიზმზე შეთანხმების მიღწევა, რომელსაც ასე ლობირებენ განვითარებადი და მოწყვლადი ქვეყნები, რათა მიიღონ კლიმატის ცვლილების შედეგად დამდგარი ზიანისა და ზარალის ანაზღაურების საშუალება. თუმცა, წინ გადადგმული ნაბიჯია მუშაობა ადაპტაციის გლობალურ მიზანზე. ეს ყველაფერი მოლაპარაკების დროს ვაჭრობის საგნად იქცევა-ხოლმე, თუ განვითარებადი ქვეყნების ჯგუფი მოახერხებს მისთვის სასარგებლო მუხლის „გატანას“ საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტში, მაშინ განვითარებული ქვეყნები ამის სანაცვლოდ დაფინანსების ტექსტებს „არბილებენ“-ხოლმე და ასე დაუსრულებლად, სანამ ვინმე გარედან ისევ არ გაახსენებთ მათ რომ საქმე ეხება კაცობრიობისთვის სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებას. ეს „ვაჭრობა“ არც კლიმატის მოლაპარაკებებით დაწყებულა და არც მისით დამთავრდება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარის აქტიური ჩართულობა, რადგან არანაირი ძალისხმევა არ არის ფუჭი. არც ერთი კოპზე გაკეთებული პერფორმანსი ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყოველ დილას გზაზე დაწეული საკმაოდ მაღალხარისხიანი შეფასებები, არც მათ მიერვე ყოველი დღის ბოლოს გამოვლენილი ყველაზე სამარცხვინო ქვეყანა, არ არის ზედმეტი და უადგილო. ამის გარეშე კოპი ვერ იარსებებდა, იგივე შეიძლება ითქვას ახალგაზრდობის ამ ხარისხით ჩართულობაზე. კოპის შედეგები, ასევე, დიდწილად არის-ხოლმე დამოკიდებული მასპინძელი ქვეყნის დიპლომატიურ უნარებზე და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ორი კოპი იმართება ჯერ ეგვიპტეში, მერე კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. ეს ორი ის ქვეყანაა, რომელიც კლიმატის პოლიტიკის მოწინავეთა რიგებში ნამდვილად არ გვხვდება. ამიტომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო და ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ განსაკუთრებით 2023 წელს, როდესაც გლობალურად შეფასდება სად არის მსოფლიო და სად უნდა იყოს ამართლებს თუ არა პარიზის შეთანხმებით გაწერილი წესები. შესაბამისად, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ კიდევ უფრო ამბიციური მიზნების და 2030-თვის კონკრეტული შედეგების მისაღწევად და არ გადადონ საქმე გაურკვეველ მომავალში, რაშიც დღეს მათ ახალგაზრდობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამართლიანად ადანაშაულებენ. ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. პროექტის მიმდინარეობისას გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს “ჰაინრიხ ბიოლის ფონდს" ან/და “ქლაიმათ ბეიზიქსის” მოსაზრებებს. გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელნი არიან თავად ავტორები. გამოყენებული წყაროები: BOGA. (2021). Beyond Oil & Gas Alliance. https://beyondoilandgasalliance.com/ CMA. (2021a). Glasgow–Sharm el-Sheikh work programme on the global goal on adaptation. English, 14(November), 1–8. http://unfccc.int/resource/docs/2009/cop15/eng/11a01.pdf CMA. (2021b). Glasgow climate pact. English, 4(January), 1–8. http://unfccc.int/resource/docs/2009/cop15/eng/11a01.pdf CMA. (2021c). Guidance on cooperative approaches referred to in Article 6 , paragraph 2 , Proposal by the President Draft CMA decision on guidance on cooperative approaches referred to in Article 6 , paragraph 2 , of the Paris Agreement. 1–13. CMA. (2021d). Methodological issues relating to the enhanced transparency framework for action and support referred ton in article 13 of the Paris Agreement. 43(November), 1–12. CMA. (2021e). on Matters relating to Article 6 of the Paris Agreement : Rules , modalities and procedures for the mechanism established by Article 6 , paragraph 4 , of the Paris Agreement Proposal by the President Draft CMA decision on the rules , modalities and proced. 15(d), 1–12. CMA. (2021f). on Matters relating to Article 6 of the Paris Agreement : Rules , modalities and procedures for the mechanism established by Article 6 , paragraph 4 , of the Paris Agreement Proposal by the President Draft CMA decision on the rules , modalities and proced. d, 1–12. CMA. (2021g). on Matters relating to Article 6 of the Paris Agreement : Work programme under the framework for non-market approaches referred to in Article 6 , Proposal by the President Draft CMA decision on the work programme under the framework for non- market approa. 8(i), 4–9. * გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია/UNFCCC COP

  • გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია, ე.წ. გაეროს კლიმატის კონფერენცია#ABC

    ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტი მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. მხარეთა კონფერენცია, ანუ COP „მხარეთა კონფერენცია“ (COP) არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) უმაღლესი ორგანო. ეს კონვენციის მხარეების ფორმალური შეხვედრაა, სადაც რეგულარულად იკრიბებიან და განიხილავენ კონვენციის განხორციელების საკითხებს და კონვენციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ დოკუმენტს. მხარეთა შეთანხმებები ფორმდება გადაწყვეტილებების სახით. COP-ს არაფორმალურად გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციასაც უწოდებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ UNFCCC-ის მიზანია, მხარეებმა მიაღწიონ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციიის სტაბილიზაციის იმ დონეს, რაც კლიმატის სისტემაზე საშიშ ზემოქმედებას შეაჩერებს. UNFCCC-ის მხარეთა კონფერენცია (COP) ასრულებს კიოტოს ოქმის მხარეთა (CMP) და პარიზის შეთანხმების მხარეთა (CMA) შეხვედრების უმაღლესი ორგანოს ფუნქციასაც. თუმცა თითოეულის შემთვევაში მხოლოდ ისინი მონაწილეობენ კენჭისყრაში, რომლებიც შესაბამისი ხელშეკრულების მხარეები არიან. კონვენციის მხარეები კონფერენციის ფარგლებში იკრიბებიან წელიწადში ერთხელ, თუ თავად მხარეები სხვანაირად არ გადაწყვეტენ. შესაბამისად, როგორც წესი, მხარეთა კონფერენცია იმართება ყოველწლიურად. აღსანიშნავია, რომ COP-ების ისტორიაში, ანუ 1995 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ 2020 წელს გლობალური პანდემიის გამო ვერ ჩატარდა და ერთი წლით გადაიდო. მხარეთა 26-ე კონფერენცია, რომელიც წელს გლაზგოში იმართება, 2020 წელს უნდა გამართულიყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთადერთი COP6-ის გამო შეიკრიბნენ ორჯერ, ვინაიდან პირველი შეხვედრისას შეთანხმება ვერ შედგა. ამჟამად, UNFCCC-ს 197 მხარე ჰყავს, მათ შორის, საქართველოც, რომელიც 1994 წლიდან შეუერთდა კონვენციას და მას შემდეგ, საქართველოს დელეგაცია ყველა მხარეთა კონფერენციაზეა ნამყოფი, ჯამში 25 კონფერენციაზე. წელსაც მიემგზავრება 26-ე მხარეთა კონფერენციაზე. მხარეთა კონფერენციაზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს (მაგ. გაერო, გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები და ა.შ.). ასევე, სესიებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების უფლება აქვს ნებისმიერი ორგანოს ან დაწესებულებას, ეროვნული თუ საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო, რომელსაც კონვენციის მოქმედების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებში გააჩნია კომპეტენცია. კონვენციის სამდივნო მდებარეობს ქალაქ ბონში (გერმანია) და ესაა მხარეთა კონფერენციის ჩატარების ადგილიც, თუ რომელიმე მხარე შეხვედრის მასპინძლობას არ შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ ბონში სულ 3 კონფერენციაა გამართული. მხარეთა კონფერენციის თავმჯდომარეობა განისაზღვრება როტაციის პრინციპით გაეროს ხუთ რეგიონს შორის : (1)აფრიკა, (2)აზია, (3)ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი, (4)აღმოსავლეთ ევროპა, (5)დასავლეთ ევროპა და სხვები.[1] შეხვედრის შედეგიანობაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავმშჯომარე ქვეყნის დიპლომატიასა და ორგანიზებულობას. მხარეთა კონფერენცია გადაწყვეტილებები და მათი სამართლებრივი ძალა მხარეთა კონფერენცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს, ანუ არცერთი მხარე უნდა იყოს წინააღმდეგი. შესაბამისად, თუ ერთი მხარეც არის წინააღმდეგი, გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება. სწორედ, ამიტომ არის განსაკუთრებულად რთული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. COP იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მაგალითისთვის, კიოტოს ოქმი და პარიზის შეთანხმება. COP-ის სხვა გადაწყვეტილებები არ არის სამართლებრივი ძალის მქონე, თუ, გამონაკლის შემთხვევებში, ამის უფლებამოსილებას თავად საერთაშორისო ხელშეკრულება მკაფიოდ არ აძლევს.[2] მაგალითად, პარიზის შეთანხმების ტექსტი პირდაპირ ანიჭებს უფლებამოსილებას მხარეებს, რომ მიიღონ დამატებითი წესები და პროცედურები (ე.წ. პარიზის წესების წიგნი), რომელიც შეიძლება სამართლებრივი ძალის მქონე იყოს. მოლაპარაკებების პროცესი მოლაპარაკების პროცესი ძალიან ინტენსიური, სტრესული, შრომატევადი და რთულია. ინტენსიურობასა და სირთულეს ბევრი მიზეზი განაპირობებს. კლიმატის ცვლილების მოქმედება შეეხება სახელმწიფოს ეკონომიკის ყველა სფეროს, რაც სისტემურ ცვლილებას მოითხოვს. ვინაიდან, სახელმწიფოებს განსხვავებული ინტერესები, პრიორიტეტები, განვითარების დონე და პერსპექტივები აქვთ, ესართულებს კონსენსუსის მიღწევას.[3] მოლაპარაკება ზოგჯერ წარმატებით სრულდება, როგორც პარიზის შეთანხმება, ხანდახან კი კრახით, მაგალითად, ასეთია კოპენჰაგენის მხარეთა კონფერენცია. მოლაპარაკებები ასევე საკმაო ემოციურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით იმ ქვეყნების დელეგატების მხრიდან, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების წინახაზზე არიან. მოლაპარაკებებისგან გადაღლილი დელეგატი მხარეთა მე-15 კონფერენციაზე, კოპენჰაგენში ისტორიული ექკურსი კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წელს. კონვენციის მიხედვით, მხარეთა პირველი კონფერენცია გაიმართა 1995 წლის მარტში ბერლინში. დღემდე ჩატარდა მხარეთა 25 კონფერენცია, ხოლო 26-ე იმართება 2021 წლის 31 ოქტ.-12 ნოემბ. გლაზგოში. წელს მასპინძელი გაერთიანებული სამეფოა, ხოლო თანამასპინძელი - იტალია. მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო რაოდენობის მონაწილეებს, მათ შორის, მსოფლიო ლიდერებს ელიან, მაინც საფრთხეა, რომ გლობალური პანდემიის და შეზღუდვების გამო, ნაკლებად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებიდან დელეგატები ვერ ჩავიდნენ შეხვედრაზე.[4] ყველა მხარეთა კონფერენციას თავისი როლი ჰქონდა, ზოგი მეტად გამორჩეული, შედეგიანი და დასამახსოვრებელია, ზოგი ნაკლებად. ქვეყნების ლიდერებიც ხშირად ესწრებიან შეხვედრებს. ამით განსაკუთრებულად გამორჩეულია, კოპენჰაგენის (2009), კანკუნის (2010), პარიზის (2015) და ახლა უკვე გლაზგოს (2021), სადაც 1-2 ნოემბერს მსოფლიო ლიდერების სამიტი იმართება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მოწვევით და COP26-ის ფარგლებში. ბერლინი, მხარეთა პირველი კონფერენცია (COP1), შუაში ანგელა მერკელი, ამ დროს იგი გერმანიის არემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრი იყო კოპენჰაგენი, მხარეთა მე-15 კონფერენცია (COP15), დიდი საერთაშორისო მოლოდინის და განვითარებული ქვეყნების ლიდერების ზეწოლის მიუხედავად, საერთაშორისო ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ შედგა კოპენჰაგენი, მხარეთა მე-15 კონფერენცია (COP15), შეხვედრის წარუმატებლობისგან იმედგაცრუებული რედიოჰედის სოლისტი, ტომი იორკი ვარშავა, მხარეთა მე-19 კონფერენცია (COP19), ფილიპინების დელეგატის, ნიდერევ სანოს, ემოციური გამოსვლა, რომელმაც კონფერენციის მიმდინარეობის პერიოდისთვის შიმშილობა გამოაცხადა. COP19-მე 2 დღით ადრე ფილიპინებში დამანგრეველი ტაიფუნი იყო, რომელიც დელეგატის აღნიშნით, სწორედ კლიმატის ცვლილების და კრიზისის შედეგი იყო. პარიზი, მხარეთა 21-ე კონფერენცია (COP21), პარიზის შეთანხმების მიღების შემდეგ ბონი, მხარეთა 23-ე კონფერენცია (COP23), დელეგატები დროს არ კარგავენ და შესვენებისას განიხილავენ საკითხს კატოვიცე, მხარეთა 24-ე კონფერენცია (COP24), გახარებული მიქაელ კურტიკა პარიზის წესები წიგნის მიღების შემდეგ მხარეთა შეთანხმებები რიგითობის მიხედვით გამოყენებული წყაროები: UNFCCC ტექსტი UNFCCC-ის ვებგვერდი COP-ის შესახებ UNFCCC Party Groupings COP26 ოფიციალური ვებგვერდი მითითებული ლიტერატურა: [1] "სხვა სახელმწიფოები" შედის ავსტრალია, კანადა, ისლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია და აშშ. [2] Jutta Brunnee. "COPing with Consent: Law-Making Under Multilateral Environmental Agreements," Leiden Journal of International Law 15, no. 1 (მარტი 2002), გვ. 21-22 [3] Daniel Bodansky, Junta Brunne., Lavanya Rajamani. "Introduction to International Climate Change Law", Oxford: Oxford University Press, 2017, გვ. 3-4 [4] Sebastien Duyck, Erika Lennon, Francesca Mingrone, Nikki Reisch and Lien Vandamme. "Real ambition vs. false solutions: What’s at stake during COP26?"

  • ერთი დღე COP-ზე - „მოლაპარაკებები“

    ავტორს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მხარეთა კონფერენციაზე სხვადასხვა სტატუსით, როგორც დელეგატს, სამოქალაქო ორგანიზაციის წევრსა და უნივერსიტეტის წარმომადგენელს. მხარეთა კონფერენციაზე (COP/კოპი) მოხვედრა დიდ პატივად ითვლება, დელეგაციის წევრობა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კოპზე კონკრეტული გეგმით და მიზნით ჩადიან. ბუნებრივია, მხარეთა კონფერენციისთვის მზადება, კონფერენციის წინა დღეს არ იწყება. მხარეები წინა მხარეთა კონფერენციის დასრულების დღიდან იწყებენ მუშაობას შემდგომი მხარეთა კონფერენციისთვის. შუალედში ასევე ხდება მხარეთა კონფერენციის ორი დამხმარე ორგანოს შეხვედრა, რომელიც ასევე დაახლოებით ორი კვირა გრძელდება-ხოლმე. ეს ტექნიკური და სამეცნიერო დამხმარე ჯგუფებია, სადაც კიდევ უფრო დეტალურად მიდის მსჯელობა დარგის ექსპერტების მიერ, თუ როგორ უნდა მოხდეს ზოგადი სამართლებრივი დოკუმენტების ცხოვრებაში გატარება. ამასთან, ცალკეულ საკითხებზე, რომელიც კოპის დროს ვერ გადაწყდა, აცხადებს წარდგინებების მიღებას. წარდგინებები, როგორც წესი, ხდება ჯგუფების მიერ, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ესა თუ ის მუხლი. როგორ უნდა გასწორდეს არასწორი ჩანაწერი და ასე შემდეგ. მხარეთა ამ წარდგინებების ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია კონვენციის ვებგვერდზე. ქვეყნების მიერ წარდგინებების გაკეთება შესაძლებელია მხარეთა კონფერენციის დროსაც, თუმცა, უფრო ეფექტურია კოპამდე, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო მეტი შანსია მეტ დელეგატს ჰქონდეს ის წაკითხული. წარდგინებების გაკეთება შეუძლიათ სხვადასხვა ორგანიზაციებსაც და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც. კოპის შეხვედრები ორ ძირითად ზონად იყოფა. ლურჯ ზონად და მწვანე ზონად. ლურჯ ზონაში დაიშვებიან დელეგატები, ყოველ ოთახის წინ ასევე დგას დაცვა, რომელსაც ევალება ბეიჯის შემოწმება. მწვანე ზონაში ტარდება ათასგვარი ღონისძიება და გამოფენა. საზოგადოების უმეტესი ნაწილი სწორად აქ იყრის ხოლმე თავს. უმეტეს შემთხვევაში, დელეგატებისთვის მოლაპარაკების 2 კვირა ისე გადის, რომ ამ ზონაში მოხვედრას ვერც კი ახერხებენ დაძაბული გრაფიკის გამო. კოპზე ჩასვლისთანავე უნდა გაიარო რეგისტრაცია, რათა პირველ დღეს არ მოგიწიოს უზარმაზარ რიგში დგომა, რაც შეხვედრებზე დაგაგვიანებს. თუმცა, წინა დღეებში რეგისტრაციის მიუხედავად, რიგში დგომისგან არავინ არის დაზღვეული. მაგალითად, კოპენჰაგენში, 2009 წელს, ღია ცის ქვეშ საშინელ სიცივეში 3-5 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ მონაწილეები რეგისტრაციის გავლას. ამის შემდგომ, კოპზე ყოველი შესვლისას და გამოსვლისას ბეიჯით უნდა დააფიქსიროთ შესვლა-გამოსვლა და გაიაროთ საკმაოდ მკაცრი „სკრინინგი“ დაცვასთან, დაახლოებით ისეთი როგორც აეროპორტში, ყოველ დილას და ყოველ იმ შემთხვევაში, როდესაც კოპის ტერიტორიას ტოვებთ და უკან ბრუნდებით. კოპის დაწყების დრო ოფიციალურად დილის 10 საათია და ის დაახლოებით 13 დღე გრძელდება. თუმცა, დელეგატებისთვის რეალური სამუშაო საათებიც და დღეებიც ბევრად მეტია. აქ მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ქვეყანა და ისევ და ისევ, რა მიზნით არის კოპზე ჩასული. ქვეყნები რომლებიც რამოდენიმე ფორმალურ თუ არაფორმალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან, არიან სათბური აირების დიდი ემიტორები ან პირიქით, წარმოადგენენ უმცირეს კუნძულოვან-სახელმწიფოებს, კოპზე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩადიან და მზადებას იწყებენ. შესაბამისად, ზოგიერთი ქვეყნის დელეგატი მოლაპარაკებში, სამ კვირამდე პერიოდით ერთვება, რაც იოლი ნამდვილიად არ არის. რაც შეეხება დილას, ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ჯფუშია ესა თუ ის სახელმწიფო, მოლაპარაკებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შესვლის დროც, ამაზე არის დამოკიდებული. მაგალითად, ბევრი კუნძულოვანი სახელმწიფოს დელეგატი დილას 8-ზე იწყებს პირველ ჯგუფთან შეხვედრით, შემდგომ 9-ზე მეორე ჯგუფთან და ბოლოს 10-ზე ოფიციალურ შეხვედრებს ესწრება. როგორ გრძელდება დღე? ესეც დამოკიდებულია ქვეყნის მიზნებთან და დელეგატების რაოდენობასთან. როგორც ვიცით, პარიზის შეთანხმება 29 მუხლისგან შედგება. წარმოიდგინეთ, რომ აქედან დაახლოებით ნახევარზე ცალ-ცალკე მოლაპარაკება იმართება. ზოგჯერ თითო მუხლის ორ სხვადასხვა წინადადებაზე იყოფიან დელეგატები სხვადასხვა მოლაპარაკების ოთახებში. ბუნებრვია, როდესაც დელეგაცია სულ 3 დელეგატისგან შედგება, ყველა ოთახში მიმდინარე პროცესის დაფარვა შეუძლებელია. თუმცა, დელეგატები ირჩევენ ყველაზე მნიშვნელოვან მუხლებს მათი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე და მიჰყვებიან ამ მუხლის განხილვებს. ერთი დელეგატი შეიძლება ე.წ. 5-6 "Items" მიჰყვებოდეს, რაც ძალიან შრომატევადია. ხშირად არის, რომ საჭმლის ოფიციალურად ლანჩის შესვენაბაზე ინიშნება არაფორმალური შეხვედრები. ამიტომ ბევრი დელეგატისთვის დღეში 1-ხელ საკვების მიღებაც კი დიდი ფუფუნებაა, რომ არაფერი ვთქვათ ძალიან დიდ რიგებზე, რომელიც ყველა კვების ობიექტთან შეგხვდებათ, რომელიც კოპის მიზნებისთვის საგანგებოდ არის ჩადგმული. კოპზე სამუშაო დღის დასრულება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. წინასწარ იგეგმება ოფიციალური დღის წესრიგი, რომელიც ძალიან ზოგადია. ერთადერთი რაც მკაცრად არის განსაზღვრული დასაწყისშივე, არის მაგალითად, ის, თუ როდის ეწვევევიან კოპს ე.წ. მაღალი რანგის პირები. ეს ხან კოპის დასაწყისში ეწყობა, რათა თავიდანვე მისცეს დელეგატებს ბიძგი, რომ აუცილებლად მივიდნენ შეთანხმებამდე, ან კოპის ბოლოს, როდესაც არის მოლოდინი, რომ რაღაც შეთანხმების მიღწევა მოხდება მანამდე. წლევანდელ კოპზე მაღალი რანგის პირების ჩასვლა თავშივეა დაგეგმილი, ეს იმითაც არის განპირობებული რომ შარშან კოვიდიდან გამომდინარე, კოპის ჩატარება ვერ მოხერხდა და პანდემიამ კლიმატის ცვლილების საკითხები უკანა პლანზე გადაიტანა. შესაბამისად, ე.წ. დისკურსი ისევ კლიმატის ცვლილებისკენ არის მოსატრიალებელი, ამისთვის მაღალი რანგის პირების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყველა კოპს ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები. გლაზგოს კოპზე უკვე გამოჩნდა პირველი ანტიგმირი, ვლადიმერ პუტინი, რომელმაც უარი განაცხადა შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ დედოფალი ელისაბედი ვერ ჩავა მოლაპარაკებებზე. ბუნებრივია, როდესაც მაღალი რანგის პირები ჩამოდიან მოლაპარაკებებზე დელეგატებს უწევთ მათი „დაკვალიანება“ ლურჯ ზონაში, მათთვის ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება, მათთვის სიტყვების დაწერა და ასე შემდეგ. შედეგად კოპზე დღე შეიძლება დასრულდეს საღამოს 8-9 საათისკენ. დილა არც ერთ შემთხვევაში არ დაიწყება 7 საათზე გვიან. მაღალი რანგის პირების წასვლის შემდეგ კი იწყება ნამდვილი მოლაპარაკებები, აქ უკვე სახლში წასვლაზე აღარავინ ფიქრობს. პლენარული სხდომები მეორე კვირის ბოლოსკენ ჩვეულებრივ რეჟიმში შეიძლება დილის 5 საათამდე გაგრძელდეს. ამიტომაც არის, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებისთვის განკუთვნილი ადგილი ქალაქის ცენტრიდან ყოველთვის მოშორებითაა, დელეგატების უმეტესობა, როცა ახერხებს, აუცილებლად ამ ადგილის გვერდზე ქირაობს სასტუმროს ან ბინას. რადგან სახლში ფაქტიურად სულ რამოდენიმე საათით მიდიან. ბევრი დელეგატი კომფორტულ ადგილს იქვე პოულობს და მოლაპარაკებიდან მოლაპარაკებამდე ტერიტორიაზე იძინებს კიდეც. დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებლად უნდა იცოდე რა ხდება სხვა ოთახებში, საქართველოს მსგავსი მცირე დელეგატიანი ქვეყნებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანება. ეს საშუალებას იძლევა, სხვა ქვეყნების რესურსები გამოიყენო ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასაცვლელად. სამწუხაროდ, რეგიონული დაყოფის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფშია. ეს ჯგუფი დიდი აქტიურობით კლიმატის ცვლილების მოლაპარაკებებში არ გამოირჩევა, ამის ფაქტორი მრავალია, ჯერ ერთი ის, რომ ამ ჯგუფში გაწევრიანებული ქვეყნები კონვენციის მიმართ სხვადასხვა სტატუსით არიან, ასევე ხშირია პოლიტიკური დაპირისპირებებიც ამ ქვეყნებს შორის. ამიტომ ეს ჯგუფი კოპზე მაქსიმუმ 2-ჯერ იკრიბება პროცედურული საკითხების ირგვლივ. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის წამგებიანი მდგომარეობაა. სწორად ამის გამო დაიწყო ქვეყნის დელეგაციამ ფიქრი იმაზე, რომელ ჯგუფში გაწევრიანებულიყო რათა უფრო ეფექტურად მიეღო ქვეყანას მონაწილეობა მხარეთა მოლაპარაკების პროცესში. სხვა ჯგუფში მიღება ნამდვილად არ არის იოლი, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი ჯგუფი ისედაც ძალიან დიდია, იქ საქართველოს ხმა იოლად დაიკარგებოდა. საქართველომ აქტიურად დაიწყო ჯერ „კარტახენას დიალოგის“ ქვეყნების შეხვედრაზე მოსახვედრად მოლაპარაკებები. ეს დიალოგი დაახლოებით 40 ქვეყანას მოიცავს და როგორც წესი, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით წარიმართება. ძალიან ბევრ შემთხვევაში, სწორად ამ დიალოგის მუშაობით მომხდარა კულისებს მიღმა მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა. ამ ჯგუფში ქვეყნის აქტიურობამ განაპირობა ის, რომ საქართველოს, როგორც კლიმატის პოლიტიკით დაინტერესებული ქვეყნის სტატუსი მიიღო და მოხდა მოლაპარაკებების პროცესში ქვეყნის უფრო „დანახვა“. თუმცა, ეს კიდევ არ იყო საკმარისი. ამიტომ ქვეყანამ გადაწყვიტა გაეანალიზებინა კონვენციის ფარგლებში არსებული ჯგუფების მდგომარეობა, სტატუსი და მოეძებნა ყველაზე ოპტიმალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანდებოდა. ასეთი კი აღმოჩნდა Environmental Integrity Group (EIG), რომელიც შვეიცარიის ინიციატივით შეიქმნა ჯერ კიდევ 2000 წელს. ამ ჯგუფში სხვადასხვა ეკონომიკური განვითარების მქონე სხვადასხვა რეგიონს მიკუთვნებული ქვეყნები იყვნენ გაერთიანებულები, რომელთაც სურდათ პროგრესული კლიმატური პოლიტიკის გატარება, თუმცა, ისე, რომ მათი ინდივიდუალური ინტერესებიც ყოფილიყო გათვალისწინებული. ჯგუფში სულ 5 ქვეყანა იყო, მათ შორის ლიხტენშტაინი და მონაკო, რაც უკვე გულისხმობდა იმას, რომ ჯგუფში თანაბარი ხმით სარგებლობდნენ მცირე ზომის და ემისიის მქონე ქვეყნები. მოლაპარაკებები ჯგუფში გაწევრიანებაზე 2015 წლიდან დაიწყო და დასრულდა 2017 წელს, კოპ22-ზე, სადაც გაიმართა გაწევრიანების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი, რომელიც საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ მედიაში და კოპზეც. სწორად 2017 წელს გააკეთა საქართველომ მოლაპარაკებების დროს პირველი ოფიციალური „ინტერვენცია“ ჯგუფის სახელით, ანუ მოლაპარაკებების მაგიდასთან შვეიცარიის, მექსიკის, სამხრეთ კორეის, მონაკოს, ლიხტენშტაინისა და საქართველოს სახელით, ერთობლივი შემუშავებული პოზიცია გამოხატა პარიზის შეთანხმების ერთ-ერთ მუხლზე. რა თქმა უნდა, ამან საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა მოლაპარაკებების პროცესში და გაზარდა დელეგატების ინფორმირებულობა სხვადასხვა ოთახში მიმდინარე პროცესებზე. აღნიშნული ჯგუფის დამსახურებით, საქართველოს გაეზარდა შესაძლებლობა დასწრებოდა მანამდე მისთვის დახურულ შეხვედრებს, მაგალითად, ისეთ საინტერესო შეხვედრებს, როგორიცაა კოპის მასპინძელი ქვეყნის მიერ დანიშნულ პრეზიდენტთან მოლაპარაკებას, რომელიც იმართება-ხოლმე იმისთვის, რომ პრეზიდენტი ინფორმირებული იყოს სხვადასხვა ჯგუფებში არსებულ განწყობებზე და იმოქმედოს ამ განწყობების შესაბამისად. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წამოწევაში დიდი როლი ითამაშა DLA Piper-ის გუნდმაც, რომელიც 2012 წლიდან უსასყიდლოდ ეხმარება საქართველოს დელეგაციას, როგორც უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში, ასევე მის გარეთაც, კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კვლევის ან ანალიზის კუთხით. დელეგატის ორ-სამკვირიანი მარათონის ნაწილია ასევე ოფიციალური სადილებიც, რომელზედაც პარტნიორი ქვეყნები მართავენ-ხოლმე და ეს შეხვედრები მიზნად ისახავს, დელეგატების ერთმანეთთან დაახლოებას. რაც უფრო მეტად იცნობენ დელეგატები ერთამენთს, მით მეტი ალბათობა არსებობს, რომ მოლაპარაკება ჯანსაღი კამათის ფარგლებში წარიმართება და მხარეები არ იქნებიან ერთმანეთის მიმართ უკიდურესად დაპირისპირებულები. თუმცა, აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივია, ამ არაფორმალურ შეხვედრებში თავისთავად ნაკლებად ხვდებიან უკიდურესად დაპირისპირებული ქვეყნის დელეგატები, მაგრამ მაინც, აღნიშნული ტიპის ურთიერთგაცვლა, კოპის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

  • როგორ მივიღოთ ვირტუალურად მონაწილეობა COP26-ში?

    შესავალი წელს რიგით 26-ე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია ე.წ. Conference of Parties (COP) დიდი ბრიტანეთში, ქ. გლაზგოში გაიმართება, რომელიც 31 ოქტომბრიდან - 12 ნოემბრის ჩათვლით მასპინძლობს კონვენციის 197 მხარეს. წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზნებია: (1) 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირება, (2) კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაცია, (3) შესაბამისი ფინანსების მობილიზება და (4) საერთაშორისო თანამშრომლობის გაძიერება. ყოველწლიურად COP-ის ფარგლებში ტარდება არა მხოლოდ მაღალი დონის მოლაპარაკებები მხარეთა წარმომადგენლობების ჩართულობით, არამედ, ასევე, თემატური ღონისძიებები გაეროსა და სხვა ორგანიზაციების მონაწილეობით. ვის შეუძლია ღონისძიებებზე დასწრება? მხარეთა კონფერენციაში მონაწილეების სამი ძირითადი კატეგორია გვხვდება: (1) კონვენციის მონაწილე მხარეების დელეგატები (196 სახელმწიფო და ევროკავშირი) და დამკვირვებელი სახელმწიფოების (ის სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან კონვენციის მხარეები) წარმომადგენლები, (2) პრესისა და მედიის წევრები და (3) დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები (ძირითადად, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები). COP26-ის ჰიბრიდული ფორმატიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, თვალი ადევნოს მიმდინარე ღონისძიებებსა და მოვლენებს სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით, თუმცა არა თავად მოლაპარაკებების პროცესს. COP26-ის პავილიონები და ღონისძიებები დაყოფილია ორ ნაწილად - ლურჯ და მწვანე ზონებად. ლურჯი ზონა განკუთვნილია საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებებისთვის, შესაბამისად, მასში მხოლოდ აკრედიტირებული სახელმწიფო დელეგატები და ორგანიზაციები დაიშვებიან. მწვანე ზონა შედგება გამოფენებისა და ღონისძიებებისგან, რომლებიც უფრო ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. ლურჯი ზონის შეხვედრების წინასწარი დღის წესრიგი და დამატებითი ღონისძიებების პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) გვერდზე, რომელშიც, ასევე, შედის მოლაპარაკებათა ჯგუფების მოსამზადებელი შეხვედრები. მხარეთა კონფერენციის წინასწარი დღის წესრიგის მიმოხილვა ოფიციალური გვერდითი ღონისძებების სია და საკონტაქტო პირები ონლაინ ღონისძიებები და პროგრამები მოლაპარაკებების და შეხვედრების დიდი ნაწილი იქნება გადმოცემული პირდაპირ ეთერში, ძირითადად დაიდება YouTube და Facebook პირდაპირი ჩართვები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ჩანაწერები. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შესაძლებლობა ექნება ონლაინ ფორმატში შეუერთდეს ღონისძიებებს მათთვის ხელსაყრელ დროს. COP26 -ს განმავლობაში ჩატარდება ასობით ღონისძიება, მათ შორის: 31 ოქტომბერი - COP26 მოლაპარაკებების გახსნა გახსნის Youtube არხი 1-2 ნოემბერს - მსოფლიო ლიდერების სამიტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის მოწვევით იმართება მსოფლიო ლიდერების სამიტი. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სამიტის დღის წესრიგი. მსოფლიო ლიდერების სამიტიის გახსნას შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ პირდაპირ ეთერში Facebook Live გვერდი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პროგრამის ყველა ღონისძიება და პლენარული სესია გადაიცემა UNFCCC-ის ვებგვერდზე, ასევე, იხილეთ გაერთიანებული სამეფოს პავილიონის პროგრამა. პირდაპირი ეთერის გვერდი 1-12 ნოემბრის ჩათვლით, COP26 მწვანე ზონა ღია იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ახალგაზრდული ჯგუფებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, აკადემიისთვის, ხელოვანებისთვის, ბიზნესისთვის და სხვებისთვის. მწვანე ზონის ღონისძიებების უმეტესი ნაწილი პირდაპირ ეთერში გადაიცემა COP26 YouTube არხზე და ასევე, COP26 Green Zone პროგრამაში იხილავთ თითოეული პირდაპირი ეთერის ბმულს. მწვანე ზონაში მონაწილე ორგანიზაციების სია იხილე COP26 ოფიციალურ გვერდზე. მწვანე ზონის Youtube არხი Google Arts & Culture ციფრული პლატფორმა - შემოგთავაზებთ კლიმატის ცვლილების ქმედებებს დინამიკურ პერსპექტივაში. ამ პლატფორმაზე წამოდგენილია 60-მდე თემის და ორგანიზაციის ამბავი, რომლებიც COP26-ზე გაშუქდება. Google Arts & Culture გვერდი გლობალური კლიმატის ქმედება (Global Climate Action) კვლავ უმასპინძლებს ღონისძიებებს, რომლებიც შეეხება ქალაქების, რეგიონების, ბიზნესების, ინვესტორების, სამოქალაქო საზოგადოების წვლილზე პარიზის შეთანხმების მიზნების განხორციელების გზაზე. Global Climate Action გვერდი გაიგეთ მეტი კლიმატის ცვლილების შესაებ UN CC: LEARN პლატფორმიდან, რომელიც COP26-ის ფარგლებში შემოგვთავაზებს გაკვეთილებს კლიმატის ცვლილებაზე - Climate Classroom. Climate Classroom გვერდი ვირტუალური პავილიონები მწვანე კლიმატის ფონდის პავილიონი უმასპინძლებს კლიმატის შერბილების და კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციისთვის საჭირო ფინანსების როგორც მოძიების, ასევე, გადანაწილების მექანიზმების შესახებ. ვირტუალური პავილიონის გვერდი ევროკავშირის პავილიონი გამართავს დამატებით ღონისძიებებს, სადაც მონაწილეები შეძლებენ კლიმატის ცვლილების მთავარი საკითხების განხილვას, ასევე, ამ ღონისძიებების მიზანია COP26-ის ფარგლებში დებატების და მხარეების დელეგატებს და სხვა მონაწილეებს შორის დიალოგის წახალისება, ახალი ინიციატივებისა და პარტნიორობის წამოწყება და სამაგალითო და წარმატებული პროექტების ჩვენებას. პავილიონის ღონისძიებაზე დასასწრებათ რეგისტრაცია სავალდებულოა. პროგრამა იხილეთ აქ. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ექსპერტების ღონისძიებები ძირითადად დაეთმობა მათი უახლესი ანგარიშების მნიშვნელოვან მიგნებებს. დეტალებს თუ როგორ უნდა დაესწროთ IPCC ღონისძიებებს გაეცანით მათ ოფიციალურ ვებგვერდზე. COP26 ვირტუალური პავილიონი, გამოფენა ვირტუალურ რეალობაში, საერთაშორისო პროექტების აღმოსაჩენად, რომლებიც გვთავაზობენ კლიმატის კრიზისის გადაწყვეტას. ვირტუალური პავილიონის გვერდი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითრების ორგანიზაციის (OECD) COP26 ვირტუალური პავილიონი წარმოგვიდგენს OECD-ის უახლეს მონაცემებს, ანალიტიკურ ანგარიშებს და შეფასებებს. ვირტუალური პავილიონის გვერდი კლიმატის რისკებისა და უსაფრთხოების ვირტუალური პავილიონი შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერს და ონლაინ კითხვა-პასუხის შესაძლებლობას Chatham House-ის ექვს დისკუსიაზე, რომლებიც ტარდება გლაზგოში COP26 ლურჯ ზონაში. ვირტუალური პავილიონის გვერდი COP26 კრიოსფერული პავილიონის (რეგიონები, რომლებიც დაფარულია ყინულითა და თოვლით - სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში) ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ COP26 Cryosphere Pavilion ფეისბუქ გვერდზე, ასევე Twitch-სა და YouTube გვერდზე. ფეისბუქის გვერდი თვიჩის გვერდი Youtube არხი ოკეანის ვირტუალური პავილიონი ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ოკეანე კლიმატის მოლაპარაკებებში და მთელი ეკოსისტემისთვის. ვირტუალური პავილიონის გვერდი ონლაინ პლატფორმა და პავლიონი ტორფის პოლიტიკის, პრაქტიკის, კვლევისა და ინოვაციების შესახებ წარმატებული პრაქტიკების, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლისთვის. რეგისტრაციის ბმული ვირტუალური პავილიონის გვერდი მხარეთა 26-ე კონფერენციის ჰეშთეგები და სოც. მედიის ძირითადი პლატფორმები: #COP26 #TogetherForOurPlanet #TimeForAction ძირითადი პლატფორმები: გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (UNFCCC) ვებგვერდი Twitter Facebook Instagram Youtube Tiktok Flickr LInkedIn შერბილება და გამჭვირვალობა  Facebook კლიმატის მწვანე ფონდის Instagram სხვა: დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო COP 26 ვებგვერდი Twitter LinkedIn Instagram Youtube ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

  • რა არის მხარეთა 26-ე კონფერენცია (COP26)? #ABC

    ჩვენი გუნდი აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) შესახებ. კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდება რამდენიმე სტატია, მათ შორის, საქართველოს ჭრილში, 26-ე კონფერენციის მიმართ მოლოდინების, მიმდინარეობის და გადაწყვეტილებების შესახებ. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. რა არის COP26? ეს არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეების 26-ე შეხვედრა, რომელიც წელს, 31 ოქტომბერი-12 ნოემბერის პერიოდში გლაზგოში ტარდება. არაფორმალურად, მას გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციადაც მოიხსენიებენ, სადაც კონვენციის მხარეები (სულ 197, მათ შორის, 196 სახელმწიფო და ევროკავშირი), ასევე, კიოტოს ოქმის და პარიზის შეთანხმების მხარეები, კლიმატის ცვლილების საკითხებს განიხილავენ და კონსენსუსით გადაწყვეტილებებს იღებენ. ღონისძიების მასპინძელი და თავმჯდომარე არის გაერთიანებული სამეფო, ხოლო თანამასპინძელი იტალია. როგორც წინა შემთხვევებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გაერთიანებული სამეფოს ეფექტურ ლიდერობას და დიპლომატიას შედეგიანი მხარეთა კონფერეციისათვის. რატომ არის COP26 კრიტიკულად მნიშვნელოვანი? 2015 წელს, პარიზში, მხარეთა 21-ე კონფერენციაზე (COP21), კონვენციის მხარეებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც პარიზის შეთანხმების სახელით არის ცნობილი. პარიზის შეთანხმება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა კლიმატის ცვლილების მიმართულებით. შეთანხმების მიხედვით, მხარეები საერთო მიზნად ისახავენ საუკუნის ბოლომდე გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2° C-მდე შეზღუდვას და 1.5° C-მდე შეზღუდვის მცდელობას პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით. ეს მიზანი თავად მხარეების მიერ განსხვავებული და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით და ზრდადი ამბიციით უნდა იქნეს მიღწეული. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ არსებული, წიაღისეული საწვავით დომინანტური სისტემების რადიკალური ცვლილებით და გადაუდებელი, ამბიციური და სამართლიანი ეროვნული დონის სათბურის აირების შემამცირებელი ღონისძიებებით. 2021 წლის კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მე-6 შეფასების ანგარიშისა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) ემისიების სხვაობის ანგარიშის მიხედვით, მხარეების მიერ წარდგენილი ამბიციები არ არის საკმარისი პარიზის შეთანხმების დასახული მიზნის მისაღწევად. IPCC-ის მე-6 შეფასების ანგარიშის მიხედვით, 1850-1900 პერიოდიდან დღემდე, ადამიანის საქმიანობის შედეგად გაფრქვეული სათბურის აირების ემისიები პასუხისმგებელია დაახ. 1.1°C დათბობაზე და თუ სასწრაფოდ არ მოხდება სათბურის აირების მასშტაბური შემცირება, 1.5 ან 2°C-მდე შეზღუდვა შეუძლებელი იქნება. UNDP-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მხარეების მიერ გაცხადებული ამჟამინდელი ამბიციები, მათი განხორციელების შემთხვევაში, ამ საუკუნის ბოლომდე მხოლოდ 2.7°C-მდე შეზღუდვას შეძლებს. მხარეთა ეს კონფერენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა მხარეებმა დაპირებებს მიღმა ისაუბრონ და პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნის მიღწევის ამჟამინდელი ტემპი ააჩქარონ. რა მთავარი საკითხები განიხილება? მხარეთა ამ შეთანხმებას ოთხი მთავარი მიზანი აქვს: საუკუნის შუისთვის გლობალური ნულოვანი ემისიების (კლიმატნეიტრალურობის) გარანტირება და 1.5°C-იანი მიზნის უზრუნველყოფა. სახელმწიფოების, ბიზნესებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობა მიზნის მიღწევისათვის და პარიზის შეთანხმების წესების წიგნზე მუშაობის დასრულება. საერთაშორისო თანამშრომლობისა და დახმარების ფარგლებში საჭირო ფინანსების მობილიზება კლიმატის ცვლილების არსებულ და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებთან ადაპტაცია ადგილობრივი მოსახლეობისა და ჰაბიტატების დასაცავად. ძირითადი საკითხები, რომელზეც თავმჯდომარე ქვეყანა ფოკუსირდება არის შემდეგი: მსოფლიო ლიდერების სამიტი, კლიმატის ცვლილების შერბილებისა და კლიმატის ცვლილებასთაბ ადაპტაციისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება, გლობალური ენერგეტიკის სექტორის გარდაქმნის აჩქარება, ახალგაზრდების და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, ბუნების მნიშვნელოვნების და მდგარდი მიდგომების გლობალური კლიმატის ცვლილების მოქმედების ნაწილად დაფიქსირება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპატაციის პრაქტიკული გადაწყვეტების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის განხილვა, კლიმატის მოქმედებაში გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილების საპასუხო მოქმედებების აჩქარებისთვის მეცნიერებისა და ინოვაციების როლის დემონსტრირება, ტრანსპორტის სექტორის ნულოვან ემისიებზე გარდაქმნა, ადგილობრივი დონის მოქმედების დაძლიერება. დღის წესრიგის მთავარი საკითხი მაინც არის პარიზის შეთანხმების „წესების წიგნის“ დასრულება. თუ პარიზის შეთანხმება განსაზღვრავს რა უნდა გავაკეთოთ კლიმატის ცვლილების თავიდან ასარიდებლად, წესების წიგნი “გვეუბნება” თუ როგორ გავაკეთოთ ეს. წესების წიგნის დიდი ნაწილი უკვე შეთანხმებულია, დარჩენილია მე-6 მუხლის წესები, ანუ როგორ შეუძლიათ მხარეებმა ითანამშრომლონ საბაზრო მექანიზმების ფარგლებში. მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარიზის შეთანხმება ამ თანაშრომლობას განიხილავს, როგორც ამბიციის გაზრდის ინსტრუმენტს. რა არის მსოფლიო ლიდერების სამიტი? გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ყველა ქვეყნების ლიდერი მოიწვია მსოფლიო ლიდერების სამიტზე, რომელიც 1-2 ნოემბერს იმართება, სწორედ მხარეთა კონფერენციის ფარგლებში. მოწვევა ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების მოქმედების მნიშვნელოვნებას და პრიორიტეტს. ლიდერები სიტყვით გამოვლენ, რომელიც გადმოიცემა პირდაპირ ეთერში. სამიტს ესწრება საქართელოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც 1 ნოემბერს, მიმართავს სამიტს. სამიტს ესწრება 120-მდე ქვეყნის ლიდერი. სამიტს ესწრებიან: ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ინდოეთის პერმიერ-მინისტრი ნარენდრა დამოდარდას მოდი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ​ფუმიო კიშიდა, კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვა. სამიტს არ/ვერ ესწრებიან: ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა, ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და სხვა. რა არის საქართველოს ეროვნული წვლილი და რა დღის წესრიგით მიდის საქართველოს დელეგაცია COP26-ზე? 2015 წელს, პარიზის შეთანხმების მიღებამდე, საქართველომ წარადგინა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი (INDC), ხოლო 2021 წლის მაისში წარადგინა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული განახლებული წვლილი (Updated NDC), რომელიც წინასთან შედარებით ამბიციურია. განახლებული წვლილის მიხედვით, საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას, შეამციროს ეროვნული სათბურის აირების ემისიები 35%-ით 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით (მიწათსარგებლობა, ცვლილება მიწათსარგებლობასა და სატყეო მეურნეობის (LULUCF) გარეშე). ასევე, საქართველო იღებს პირობით ვალდებულებას, 2030 წლისთვის, 1990 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით, 50-57%-ით შეამციროს ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გლობალური ემისიების მაჩვენებლების დინამიკა გაჰყვება საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 ან 1.5°C-მდე შეზღუდვის სცენარს შესაბამისი თანმიმდევრობითა და საერთაშორისო მხარდაჭერით. აქვე აღსანიშნავია, რომ 1990 წელს დაფიქსირებული მაჩვენებელი არის 45, 813 გგ CO2ეკვ., ხოლო 2017 წელს - 17,766 გგ CO2ეკვ. საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და ასევე გარემოს მთლიანობის ჯგუფებში. საქართველოს დელეგაცია მხარეთა ყველა კონფერენციაზეა დასწრებული (იხ. სია). კახა მდივანი, საქართველოს დელეგაციის წევრი, არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთი საკონსულტაციო ორგანოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საკითხებზე (SBSTA) ვიცე-თავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის სახელით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელსაც მიიღებს საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას, თუმცა, ამჯერად საქართველოს ერთი საკითხი აქვს დღის წესრიგისთვის „სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის მიღწევა კონვენციის შიდა მექანიზმებში“ (The agenda item is as follows: “Achieving equitable geographic representation in the composition of constituted bodies under the Convention.”). თუ საკითხი სხვა ქვეყნების მიერ დაიბლოკა, ის საბოლოო დღის წესრიგში ვერ მოხვდება. მაია ცხვარაძე, კლიმატის ცვლილების სამმართველსო უფროსი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „დღეის მდგომარეობით, UNFCCC-ის ფარგლებში არსებული მრავალი მექანიზმის მართვაში მონაწილეობის უფლება არ აქვს აღმ. ევროპის განვითარებად ქვეყნებს, ვინაიდან, როდესაც აღნიშნული მექანიზმები შეიქმნა, იმ მომენტში მოლაპარაკეკებში არ მონაწილეობდნენ ეს ქვეყნები. ჯგუფის არსებობის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგზავნება მოთხოვნა მოლაპარაკების დღის წესრიგში საკითხის დამატებისთვის. ინიციატივა საქართველოს და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის სახელით მომზადდა, საქართველოს ინიციატივითა და ლიდერობით. გასვლის შემთხვევაში, ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელმაც უნდა გამოასწოროს ეს უთანასწორობა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებად ქვეყნებსაც ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა კონვენციის მექანიზმების მართვაში.“ 2012 წლიდან საქართველოს მოლაპარაკებების პროცესში უსასყიდლოდ ეხმარება იურიდიული კომპანია DLA Piper, რომელიც ჩართულია როგორც მხარეთა კონფერენციისთვის მოსამზადებელ პროცესში, ასევე, უშუალოდ კონფერენციის მიმდინარეობისას მოლაპარაკებებში. იხილეთ ვიდეო ამ თანამშრომლობის შესახებ. გამოყენებული წყაროები: COP26 Explained Status of Ratification of the Convention UNFCCC Groupings World Leaders Summit 2021 UNEP Emissions Gap Assessment 2021 IPCC 6th Assessment Report 2021 საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი და განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი

bottom of page