კლიმატის ცვლილების და გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქება (2022)
საჭიროებების შეფასება და სამოქმედო გეგმა
ენები: [ქართული] [ინგლისური]
ავტორები: გვანცა გვერდწითელი, ლაშა ქავთარაძე, ნინო ჯანაშია
საქართველოში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების კუთხით არსებული გამოწვევების დასადგენად, ასევე მედია ორგანიზაციებისა და ცალკეული ჟურნალისტების საჭიროებების შესაფასებლად ჩატარდა თვისებრივი კვლევა, რომლის ძირითადი მიგნებების გათვალისწინებით დაიწერა შესაბამისი სამოქმედო გეგმა.
კვლევა ჩატარდა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) დაკვეთით
საქართველოს კლიმატის პოლიტიკა ევროინტეგრაციის კვალდაკვალ (2021)
ენები: [ქართული]
ავტორები: გვანცა გვერდწითელი, ნინო ჯანაშია
კვლევის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს პოლიტიკური ელიტის კლიმატის პოლიტიკასთან დაკავშირებული დისკურსების ანალიზი, ევროკავშირთან ინტეგრაციის ჭრილში. პუბლიკაციაში წარმოდგენილია მე-10 მოწვევის პარლამენტის, როგორც მმართველი პარტიის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი პოლიტიკოსების ხედვების ანალიზი, და განხილულია თუ რამდენად თანხვედრაში ან წინააღმდეგობაშია ეს ხედვები ევროკავშირის გაცხადებულ კლიმატის პოლიტიკასთან.
კვლევა ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (HBS) მწვანე აკადემიის მონაწილეთათვის გამოცხადებული მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის გავლენა შრომის ბაზარზე (2021)
ენები: [ინგლისური] [ქართული]
ავტორები: ირაკლი სამხარაძე, მაკა ჭითანავა, ნინო ჯანაშია, ქეთევან ვარდოსანიძე
კვლევის მთავარი მიზანი იყო საქართველოს კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკის შესაძლო გავლენის გარკვევა შრომის ბაზრის ჭრილში, გლობალური კლიმატის ცვლილების შერბილების ტენდენციების, მათ შორის, კლიმატ-ნეიტრალურობის და ქვანახშირის მოპოვებისა და მოხმარების შემცირების ტენდენციების ფონზე.
კვლევა დაფინანსებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.